სომხეთში ღამით მოხმარებული ელექტრო ენრეგია ორჯერ ძვირი იქნება

163

სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი პარლამენტს ინიციატივით მიმართავს. მიმართვაში ნათქვამია რომ პარლამენტმა შეიმუშავოს კანონპროექტი ღამის საათებში მოხმარებული ელექტრო ენერგიის გაძვირების შესახებ. პრეზიდენტის განცხადებით სომხეთის ეკონომიკას არ აქვს იმის ფუფუნება რომ, როდესაც სამუშაო დღეები დასრულებულია და მოსახლეობა წესითა და რიგით დასვენების რეჟიმში უნდა იყოს, ქვეყანაში ელ.ენერგია იხარჯებოდეს.  მიმართვაში ასევე ნათქვამია რომ დაზოგილი ელექტრო ენერგია შესაძლებელია გაიყიდოს მეზობელ ქვეყნებში რაც სომხეთს დამატებით შემოსავალს მოუტანს. “ეკონომიკის გაძლიერება ეკონომიით იწყება” – განაცხადა ბრიფინგზე პრეზიდენტმა.

როგორც წინასწარ გახდა ცნობილი კანონპროექტის მისაღებად ხმათა 50 პროცენტი იქნება საკმარისი. პრეზიდენტს პარლამენტის მხარდაჭერის იმედი აქვს სადაც მისი თანაპარტიელები უმრავლესობას წარმოადგენენ.

 

წყარო: thugbear.com

(ვებგვერდზე ვრცელდება ქართულენოვანი, გაშარჟებული პოსტები ქართული და მსოფლიო მოვლენების მიხედვით. შინააარსი სატირული და იუმორისტულია, ინტერპრეტირებული ავტორების ფანტაზიის მიხედვით და არ შეესაბამება სიმართლეს. საკუთარი სახელების გარდა ყველა დამთხვევა არის მხოლოდ შემთხვევითობა. იგი არ ატარებს არანაირ ძალას რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სანდო საინფორმაციო წყაროდ ან არგუმენტად.)