Iაღსარება – ახალი აპლიკაცია მორწმუნეთათვის

150

iაღსარება – ახალი აპლიკაცია ეფლისგან, ეს არის პროდუქტი რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, უფრო ზუსტად კი:

ეს არი აპლიკაცია მორწმუნეთათვის და არა მხოლოდ მათთვის. საკმარისია გააქტიუროთ ეს პროგრამა და თქვენ აღარ მოგიწევთ ტაძარში სიარული ან შაბათ კვირის ლოდინი აღსარების ჩასაბარებლად. აპლიკაციას აქვს მენიუში ყველა მიწიერი ცოდვა, თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ თქვენს მიერ ჩადენილები და გაგზავნის ღილაკით გაუგზავნოთ თქვენს მოძღვარს. აღსარებაზე პასუხს ესემესითვე მიიღებთ. აპლიკაცია ძალზედ მოსახერხებელს და სასიამოვნოს ქმნის აღსარების პროცესს, ცოდვები დაყოფილია კატეგორიებად და ჯგუფებად, ასე რომ თქვენ ძალიან მარტივად შეგეძლებათ ნუსხის შექმნა. პროგრამის ავტოკალკულატორი ასევე გამოგითვლით შესასრულებელი მეტანიების რაოდენობას, არჩეული ცოდვების მიხედვით.

აპლიკაცია  Apple Store – ზე პირველი მარტიდან იქნება ხელმისაწვდომი

წყარო: thugbear.com

(ვებგვერდზე ვრცელდება ქართულენოვანი, გაშარჟებული პოსტები ქართული და მსოფლიო მოვლენების მიხედვით. შინააარსი სატირული და იუმორისტულია, ინტერპრეტირებული ავტორების ფანტაზიის მიხედვით და არ შეესაბამება სიმართლეს. საკუთარი სახელების გარდა ყველა დამთხვევა არის მხოლოდ შემთხვევითობა. იგი არ ატარებს არანაირ ძალას რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სანდო საინფორმაციო წყაროდ ან არგუმენტად.)