-,,სინათლეს ვხედავ, ბიძია-ბაბუა, ავშენდით, ავშენდით!..”

519

სალომეს ბლოგი

ამას წინათ, შემთხვევით გადავაწყდი ფილმ ,,შერეკილებს” და კიდევ ერთხელ დიდი მონდომებით დავაკვირდი ტიტანური აზრებით შეპყრობილ პერსონაჟებს. ზეპირად ვიცი ფილმიდან მოსმენილი ყველა ფრაზა, მაგრამ ერთმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია: -,,სინათლეს ვხედავ, ბიძია-ბაბუა, ავშენდით, ავშენდით!..

პარადოქსია, მაგრამ ამ ფრაზამ სხვადასხვა პოლიტიკური სლოგანი გამახსენა. დაპირებები და ახალი ხელისუფლების მოსვლით აღტაცებული ხალხის შეძახილები,მაგრამ გავიდა ის დაპირებული ,,მესამეც” ჩვენშიც სხვვარად ამეტყველდნენ.

დავფიქრდი და აღმოჩნდა, რომ ჩემი თაობა საკმაოდ პოლიტიზირებულია. ქუჩაში, ტრანსპორტში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში ძირითადად ამ თემაზე საუბრობენ.

რატომ?

პასუხი ერთია, ქვეყანაში სხვა არაფერი ხდება.

პოზიცია ,,ჭამს ხელისუფლებას”, ეს უკანასკნელი კი ბიუჯეტს. ჩვენთან ჯიპი უკვე თემაა, ასრულებული  ოცნება მათთვის და არა ჩვენთვის. ჯანდაცვა,  ეკონომიკა, უმუშევრობა რჩება იქ, სადაც ,,დატოვეს” და პოლიტიკური ქიშპობისა და ,,ძვრების” ფონზე, ქამრები კვლავ დარჩა შემოჭერილად…

ერთაოზისა და ქრისტეფორესი არ იყოს ,,ვიხოხეთ, ვიცოცეთ”, ძველი ახლით ჩავანაცვლეთ, მაგრამ ისევ იქ აღმოვჩნდით, სადც ვიყავით, მაგრამ იქ თუ ეს ყველაფერი ერთი უსუსური შეცდომის ,,ალფას” ბრალი იყო, ჩვენთან ქართულ გაფეტიშებას და ოცნებაზე აყოლილ გრძნობას დავაბრალებდით, ჩვენი პოლიტიკაც ხომ თავიდან მართლაც ჰგავს ,,შერეკილების- სინათლეს ვხედავ ავშენდით, ავშენდის!” მაგრამ ჩვენც ,,ბიძია-ბაბუას” მსგავსი ოპტიმისტები უნდა ვიყოთ, რადგან ვიმყოფებით ,,ტყეში, ქალაქგარეთ!”…

სალომე უბირია