სიმართლე სექს რობოტების შესახებ

314

ორ ფილმში „მისი“ და„ექს რობოტი“ კინორეჟისორებმა დამაინტრიგებელი იდეა შემოიტანეს: ადამიანებს უყვარდებათ და სურთ სექსი რობოტებთან.  რა თქმა უნდა, ეს პირველი შემთხვევა არაა და მსგავს ისტორიას ნახავთ ბერძნულ მითში „პიგმალიონი“.  რობოტები დღითიდღე ვითარდება და ზოგიერთი ამტკიცებს, რომ რობოტების შექმნა სიყვარულისთვის და სექსისთვის ბოლოს და ბოლოს რეალობასთან ახლოსაა. მაგალითად, დევიდ ლევის წიგნში „სიყვარული და სექსი რობოტებთან“ დადგენილია, რომ რობოტებთან ქორწინება ნორმალიზებული იქნება 2050 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს თითქოს ახალი სექსუალური რევოლუციის მწვერვალზე ვართ, სიმართლე უფრო რთულია. აშენება და კონსტრუირება რობოტების სექსისთვის  იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია.  იდეა, რომ კომპანიამ შესაძლოა  ერთ დღეს შექმნას  ხელმისაწვდომი და დამაჯერებელი სექს რობოტი, არ შეესაბამება რეალობას როგორც კვლევების, ასევე რეგულაციების მიხედვით.

სანამ განვიხილავდეთ რატომ, მოდით უფრო კონკრტულად რა ხდის  რაღაცას სექს რობოტს. ტექნიკურად ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რობოტი, რომელთანაც შეიძლება გქონდეთ სექსი. ის მოწყობილობები, რომლებიც უკვე არსებობს სექს სათამაშოების სახით, დაკავშირებულია აპლიკაციებთან, რომლბიც რეალური შეგრძნებების იმიტაციას ახდენს, მაგალითად, დისტანციური კონტროლირებადი ვიბრატორები. „ დღეს არსებობს ისეთი საგნები, რომელიც ანატომიურად მოგაგონებთ ადამიანს და ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარებას, რომლიც უფრო პრაქტიკულია, ვიდრე პორნოგრაფია და უფრო ადვილად კონტროლირებადი, ვიდრე სექსი პარტნიორთან,“- ამბობს შელი რენონი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის  ურთიერთობების, სექსის და სექს სათამაშოების მკვლევარი.

ზოგიერთი ასეთი სათამაშო წარმატებულად გაყიდვადი აღმოჩნდა, ზოგი კი -არა. ეს მოწყობილობები სექს სათამაშოებია და არა რობოტები. როდესაც ხალხი სექს რობოტზე საუბრობს, გულისხმობს, რომ ის უნდა ჰგავდეს ადამიანს ფორმებით, ჰქონდეს უნარი სექსუალური აქტივობის და ექნება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დაეხმარება „იფიქროს“ და არა უბრალოდ სენსორებზე მოახდინოს რეაგირება.

ამ ეტაპზე ადამიანის შესახედაობასთან მიახლოებული რობოტი არის სექს თოჯინა, რომელსაც ყიდის კომპანიები მსგავსად კალიფორნიისა დაფუძნებული კომპანია „Abyss Creations“ მიერ. Abyss უშვებს და ყიდის პროდუქტსმ რომელსაც „რეალური თოჯინა“ უწოდა. თუმცა ისინი თოჯინები არიან და არა დამაჯერებელი პარტნიორები და არც სექს რობოტები. ყოველ შემთხვევაში ჯერ კიდევ არ არიან.

ნამდვილ სექს რობოტს უნდა შეეძლოს აკონტროლოს მომხმარებლის მზერის მიმართულება, უპასუხოს სახის გამომტყველებებს და წინასწარ მიხვდეს ან თუნდაც დაიწყოს მოქმედება მომხმარებლის სიამოვნებებისთვის. უნდა ისწავლოს პოზები, კითხოს და უპასუხოს შეკითხვების აქტის დროს და გამოავლინოს ემოციები.

რობოტს უნდა შეეძლოს არა მარტო დგომა, არამედ დამოუკიდებლად გადაადგილება. ასევე სჭირდებათ რეალური კანი. ვინც კი სილიკონის საგანს შეხებია, იცის რომ არააა რეალური კანის შეგრძნება.  მის შიგნით მეცნიერებმა უნდა განავითარონ ხელოვნური ინტელექტი, რომ შეძლოს ისწავლოს პარტნიორისგან. საჭიროა ემოციური კავშირი,რომელის სექსა და ურთიერთობაში გადადის.

კომპიუტერმა შესაძლოა ადამიანი ჭადრაკში დაამარცხოს, მაგრამ სექსი  უფრო ცეკვას ჰგავს. თითოეულმა პარტნიორი უნდა მიხვდეს და სწრაფად მოახდინოს რეაგირება მოძრაობისთვის.

სექს რობოტების არსებობის როგორც მომხრეთა, ისევე მოწინააღმდგეთა არგუმეტები არსებობს.  ზოგი  ფიქრობს, რომ სექს რობოტებმა შესაძლოა ზიანი მოუტანონ სექს მუშაკებს, მაშინ, როცა ზოგი მიიჩნევს, რომ, პირიქით, მათ უსაფრთხო სამუშაოს უზრუნველყოფს. სექს მუშაკების წინააღმდეგ კამპანიების ძირითადი არგუმენტი არის, რომ სექსი არსებითად ცუდი რამეა. ეს იდეა თავად სექსმუშაკებმა არაერთხლ წამოაყენეს.

აზრი, რომ სექსუალური რევოლუციის მწვრვალზე ვართ არაა მართალი. სინამდვილეში ტექნოლოგიური პროგრესი უფრო ნელია.

იმ დროისთვის როცა სექს რობოტები შემოვა,  ჩვენ უკვე შეგვეძლება პარტნიორთან სექსი კომპიუტერით.  იდეა რომ რაღაცას გარდავქმნით პარტნიორის მსგავსად, არც ისე დიდი ცვლილება იქნება.

 

მოამზადა: გვანცა სილიკაშვილმა წყარო: BBC