სერიალები, რომელთა ახალი სეზონები მალე გამოვა

305

1. მოსიარულე მკვდრები, 6 სეზონი / The Walking dead, Season 6 – 14 თებერვალი

სერიალში მოსიარულე მკვდრები საშინელი ავადმყოფობის შემდეგ, რომელმაც დედამიწის მოსახლეობა ზომბებად აქცია, ცოცხლად გადარჩენილი ხალხის პატარა ჯგუფი დღიდან დღემდე იბრძვის გადასარჩენად მათთვის უკვე მტრულად განწყობილ სამყაროში. ყოფილი პოლიციელი რიკის ხელმძღვანელობით ისინი ცხოვრებისთვის უსაფრთხო ადგილს ეძებენ, მაგრამ ზომბები ყველაზე საშინელი არაა რაც ელით, ძირითადი საფრთხე – გადარჩენილთა შორის შინაგანი სასტიკი გაჯიბრებაა.

 

2. ვიკინგები, 4 სეზონი / Vikings , Season 4 – 18 თებერვალი

ვიკინგები მოგვითხრობს რაგნარის ვიკინგების რაზმზე. ის აჯანყდა იმისთვის, რომ გამხდარიყო ვიკინგების მეფე. ნორვეგიული ლეგენდის მიხედვით, ის ოდინას (ომის და მეომრების ღმერთის) პირდაპირი შთამომავალია.

 

3. გოგონები, 5 სეზონი / Girls,  Season 5 – 21 თებერვალი

კომედია გოგონები მოგვითხრობს 20 წლის გოგონებზე, რომლებიც იძულებულნი არიან გამოცადონ ათასნაირი დამცირება და მხოლოდ ხანდახან იგემონ გამარჯვების გემო.

 

4. ბანქოს სახლი, 4 სეზონი / House of Cards, Season 4- 4 მარტი

შეუბრალებელი კონგრესმენი, ფრენსის ანდერვუდი, და მისი ამბიციური ცოლი კლერი არ ჩერდებიან სანამ ყველაფერს არ დაიპყრობენ. ბანქოს სახლი – სეზონი 3 არის სასტიკი პოლიტიკური დრამა, გაჟღლენთილი სიხარბით, სექსით, სიყვარულით და გაუმაძღარი კორუფციით.

 

5. ამერიკელები, 4 სეზონი /  The Americans, Season 4- 16 მარტი

ამერიკელები – სეზონი 3 არის ისტორია ვითომ ცოლ-ქმარზე, რომლებიც КГБ-ს აგენტები არიან, ისინი რეიგანის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ იწყებენ ცხოვრებას ვაშინგტონის გარეუბანში ჩვეულებრივი ამერიკული ოჯახის სახით. დადგმული ცოლ-ქმრული ცხოვრება ფილიპისა და ელიზავეტასი თანდათან ნამდვილს ემსგავსება, მაგრამ დაძაბულობა პიკს აღწევს მაშინ, როცა ახალი მეზობელი სტენი FBI-ის აგენტი აღმოჩნდება.

 

6. გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების (მოსიარულე მკვრების spin of), 2 სეზონი / Fear the Walking Dead, Season 2 – 10 აპრილი

‘Fear The Walking dead’ არის გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების–ის სპინოფი. მოქმედება ხდება ურბანულ ლოს-ანჯელესში ზომბი-აპოკალიფსის დასაწყისში, როდესაც ნელ-ნელა ვრცელდებოდა ეპიდემია და ერთ დღესაც მთელი მსოფლიოსთვის საშიში გახდება.

 

7. სამეფო კარის თამაშები, 6 სეზონი / Game of Thrones, Season  6 – 24 აპრილი 

განცხრომის ხანა დასასრულს უახლოვდება და ზაფხული, რომელიც რამოდენიმე ათწლეული გრძელდებოდა, ქრება. შვიდი სამეფოს ერთიანი რკინის ტახტის გარშემო ძალაუფლებისათვის ბრძოლა ჩაღდება. მეფე გადაწყვიტავს დახმარებისთვის ბავშვობის მეგობარ ედარდ სტარკს მიმართოს. ამასობაში, შორეული ჩრდილოეთის ლეგენდებიდან ბოროტება იღვიძებს და მხოლოდ აღმართული კედელიღა იცავს მისგან ცოცხლებს. სამეფო კარის თამაში – სეზონი 5–ის მომავალ სეზონში უნდა გავარკვიოთ ცოცხალია თუ არა ჯონ სნოუ და რა ბედი ელის დიენერისს?

 

წყარო