საქართველოს ოქროთი მოვარაყებულ და ჯიპზე ამხედრებულ ეკლესიაში ქრისტეს სიტყვისა და სულის ნასახიც აღარ არის…

113

ცოტნე გამსახურდია მამა გაბრიელის საფლავის მოწყობისთვის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 65 000 ლარის გამოყოფის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. “მოეწონებოდა ეს მამა გაბრიელს? მე გიპასუხებთ: გაგიჟდებოდა! შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს მამა გაბრიელი, ეთანხმებოდე ან არ ეთანხმებოდე, საღი გონებით ან ეგზალტირებული უყურებდე მის ცხოვრებას, მაგრამ ასკეტი ბერის საფლავის მოსაწყობად 65,000 ლარის დახარჯვა? დაახლოებით იგივეა, პაციფისტის საფლავზე ტანკი რომ დადგა მემორიალად! მართლმადიდებლური კაპიტალიზმი ინ ექშენ! კიდევ ერთი ნათელი დასტური იმისა, რომ საქართველოს ოქროთი მოვარაყებულ და ჯიპზე ამხედრებულ ეკლესიაში (რომელიც ჩვენ დროში “აღორძინდა” ) ქრისტეს სიტყვისა და სულის ნასახიც აღარ არის!”

წყარო