სამყარო მაგიდის ქვეშ

393

როცა ბავშვები ვიყავით, თოვდა და ჩვენ გვიხაროდა. ახლა კი აღარ. ეს იგივეა მეცნიერს დააძალო სამყაროს რომანტიზირება და ამ ხედვის ემოციით დადასტურება. ის ვერ შეძლებს.

სამყარო შენში, რომელიც თითქოს ოდითგანვე მოქსოვა კოსმოსმა, არ ატარებს არაფერ დედამიწისეულს. ვგულისხმობ საგნებს, არამედ ვარსკვლავების მტვერს, მთვარის შუქს და მზის სხივებს. ეს სამი ერთად, დიდი სინათლეა. სინათლე შენში ხან მიიმალება, ხანაც სააშკარაოზეა და გარშემო მყოფთ გულის კარს უხსნის, შიგნით აღწევს და ყველანაირ ილუზიას აქრობს. სინათლე ერთადერთი უნივერსალური რამაა, რაც არ იცვლება დროის ცვლის მიუხედავად.

მეცნიერების სიბრმავეც, თუ რაც გენებოთ უწოდეთ, სინათლის არ აღიარებაა. ისინი მსჯელობენ, განიხილავენ ცნებებსა თუ აქსიომებს. მათ სინამდვილის ყველაზე ადეკვატური, რეალური აღქმა აქვთ.

„დროა ვარდისფერი სათვალე მოიხსნა, ოღონდ ნელა, რომ არ გეტკინოს.” მითხრა დღეს მეგობარმა. დავფიქრდი. თითქოს გამომეღვიძა.

როცა ბავშვები ვიყავით, ჩვენი სამყარო გვქონდა. ახლა აღარ. ეს იგივეა სახლი დააცარიელო. კედლები და ჭერი დარჩება, ის საგნები კი გაქრება, რომელზედაც დამოკიდებული იყავი. ახლა წარმოიდგინეთ, რომ გარეთ ხართ. გარშემო კედლების მაგივრად ადამიანები დგანან, ზემოთ კი ჭერის მაგივრად ნათელი ცაა. თქვენ გიხარიათ. უძღები შვილივით შინ დაბრუნებულნი ხართ.

 

მარიამ კავილაძე,
18 წლის