,,სამეფო კარის თამაშების“ ახალი ტრეილერი

199

სერიალის ,,სამეფო კარის თამაშები“ მეექვსე სეზონის სრული ტრეილერი 8 მარტს გამოვიდა. მასში რამდენიმე მინიშნებას ვხვდებით  იმის შესახებ, რა დაემართა ჯონ სნოუს სინამდვილეში.

თავდაპირველად კადრში სნოუს სხეულს ვხედავთ, რომელიც სასიკვდილოდაა განწირული და მიტოვებული. ერთ სცენაში კი ტირიონ ლანისტერი, ჩირაღდნით ხელში, ამბობს: ,,ახლა დიდ თამაშში ვერთვებით. დიდი თამაში კი შემაძრწუნებელია.“

ჯეიმ ლანისტერი დას მნიშვნელოვან მესიჯს უტოვებს: ,, ერთადერთი, რაც ახლა მნიშვნელოვანია, ჩვენ ვართ. უკან დავიბრუნებთ ყველაფერს, რაც წაგვართვეს და უფრო მეტსაც.“

სერიალი HBO-ს ეთერში 24 აპრილს განახლდება.

 

https://www.youtube.com/watch?v=CuH3tJPiP-U

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ