საინტერესო ფაქტები ავსტრიის შესახებ

813

1.ავსტრია ომის დროს ყოველთვის  ნეიტრალიტეტს იცავდა და არასოდეს ერთვებოდა საერთაშორისო კონფლიქტებში.

1

2.ავსტრია ევროკავშირის წევრია, თუმცა არა- ნატოს.

2

3.ბეთჰოვენი ავსტრიელი არ იყო. ის იყო გერმანელი, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი ავსტრიაში გაატარა.

3

4.მოცარტი ავსტრიელი იყო, ისევე, როგორც ჰაიდნი, შუბერტი და შტრაუსი.

4

5.ჰიტლერი ავსტრიელი იყო და არა – გერმანელი.

5

6.ყველაზე ცნობილი თანამედროვე ავსტრიელი – არნოლდ შვარცნეგერი.

6

7.ეისრაიზენველტი – მსოფლიოში ცნობილი ყინულის გამოქვაბული ავსტრიაში მდებარეობს.

7

8.ოფიციალურად ავსტრიის სახელწოდებაა ავსტრიის რესპუბლიკა. Republik Oesterreich

8

9.ლეგენდის მიხედვით, დიუკ ლეოპოლდ მეხუთეს ბრძოლის დროს, მოსასხამი მთლიანად სისხლით დაესვარა. როდესაც ქამარი მოიხნა, მოსასხამის შუაში თეთრი ზოლი იყო დარჩენილი. ასე შეიქმნა ავსტრიის დროშა.

10

10.შენბრუნის სასახლეს სახელი იმ წყაროს საპატივცემულოდ დაერქვა, საიდანაც სასახლეში წყალი გამოიყვანეს.

11

11.1552 წელს პრინცმა ესპანეთიდან სპილო ჩამოიყვანა, რომელიც მალევე დაიღუპა ზედმეტად მკაცრი კლიმატის გამო.

12

12.ედვინ ლიპბურგერს თავისი განსხვავებული სახლის გამო ავსტრიის მთავრობასთან დაპირისპირება მოუწია და გადაწყვიტა ქვეყნისთვის დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა. მის სახლს კუგელმუგელის (მრგვალი ქოხის) რესპუბლიკა უწოდეს და მავთულხმართები შემოავლეს. როდესაც ედვინმა გადასახადების გადახდაზეც უარი განაცხადა, ციხისგან მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალებამ იხსნა. კუგელმუგელი დღესაც არსებობს და ავსტრიის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა.

13

13.ავსტრიის დიდი ნაწილი ალპებშია მოქცეული. ქვეყნის მოსახლეობის ¼ ვენაში ცხოვრობს.

16

14.გროსგლოკნერი ავსტრიის უმაღლესი მწვერვალია და ევროპაში მეორეა სიდიდით (3 კმ)

17

15.კრიმლერის ჩანჩქერი ევროპაში უმაღლესად ითვლება. (380მ)

18

16.ლუქსემბურგის, შვეიცარიის და სკანდინავიის ქვეყნების შემდეგ, ავსტრიას ნობელის პრემიის ყველაზე მეტი ლაურეატი ჰყავს. (18)

19

17.ყველაზე დიდი ზურმუხტის ქვა ვენაში ინახება (2860 კარატი)

20

18.ვენაში მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი მდებარეობს

21

19.St. Peter Stiftskeller მსოფლიოში ყველაზე ძველი და დღემდე მოქმედი სასტუმროა, ის 803 წელს გაიხსნა.

22

20.ავსტრია ცხოვრების მაღალი დონით გამოირჩევა, ვენა თითქმის ყოველთვის პირველია მსოფლიოს ყველაზე კეთილმოწყობილი ქალაქების სიაში.

25

მოამზადა: თინა ღურწკაიამ