რომის პაპი უკვე ,,ინსტაგრამზეა“

126

რომის პაპმა ფრანცისკემ პროფილი 19 მარტს შექმნა. ფიქრობენ, რომ ეს გადაწყვეტილება მან ,,ინსტაგრამის“ თანადამფუძნებელ – კევინ სისტრომთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

,,დღეს რომის პაპს შევხვდი, ჩვენ ვისაუბრეთ იმ ფოტოების ძალაზე, რომლებიც სხვადასხვა კულტურისა და ენის მიუხედავად ხალხს აერთიანებს. ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო“ – დაწერა კევინმა.

,,ილოცეთ ჩემთვის“ – ასეთი წარწერა გაუკეთა პაპმა პირველ ფოტოს, რამდენიმე ენაზე. მას უკვე 1,5 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ