როგორ ქალზე ოცნებობს ყველა ცოლიანი მამაკაცი?

171

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მოსიყვარულე ქმარი იღლება… ატარებს, ატარებს ოჯახურ უღელს და ერთ დღესაც უბრალოდ სხვაგან იწყებს ძიებას. გარეგნულად ამის შემჩნევა ძნელია: ის კვლავ გაძლევთ თავის ხელფასს, დადის სამსახურში, დასვენების დღეებში მეგობრებთან ერთად ლუდს სვამს. თუმცა ძველებურად ყველა კითხვაზე აღარ გპასუხობთ, პრეტენზიის გამოთქმისას თანხმობის ნიშნად თავს გიქნევთ, აღარ გეკამათებათ… სექსიც აღარ ადარდებს…

ცოლი – გათხოვილი ქალი, რომელიც ოფისში მუშაობს, ჰყავს შვილები, უყურებს სერიალებს – უცებ ვერ ხვდება, რა მოხდა. ფიქრობს, სექსი იშვიათად გვაქვს – და ვის სჭირდება ის საერთოდ?! თითქოს სქესობრივ ურთიერთობაზე მეტი სადარდებელი არაფერი გაქვთ – რაც იშვიათად იქნება, მით უკეთესი. და აი, თქვენს ცხოვრებში აუცილებლად ჩნდება – სხვა ქალი…

ის განქორწინებული და თავისუფალია. მნიშვნელოვან თანამდებობას არ იკავებს, თუმცა ხელფასი ჰყოფნის. წამოზრდილი ბავშვი დროს ძირითადად ბებოსთან და ბაბუსთან ატარებს, ისე, რომ თქვენი ქმარი თავიდან ვერც კი ხვდება მის არსებობას. ის არაფერს ითხოვს, თუმცა მზადაა სხვის ქმარს სიხარული მიანიჭოს.

არა, ყველაზე საშინელი ისაა, რომ ის თქვენზე ასაკოვანია. თქვენ კი 20 წლის მკერდსავსე, გრძელფეხება გოგონებს უფრთხოდით, გაზაფხულის ყვავილივით ხასხასებს. ის კი სულაც არ არის ასეთი, კოლეგებიც კი თქვენობით მიმართავენ მას.

ის უბრალოდ განსხვავებულია – ანათებს, მოვლილია, დამოუკიდებელი, არაფერს ითხოვს, არაფერი სჭირდება, ღამის სატელეფონო ზარებით არ აწუხებს სხვის ქმარს. თუმცა თუ დრო გამოუჩნდება, ყველა საქმეს გვერდზე დებს და სიხარულით იღებს მას. თქვენი მოწყენილი ქმარი დაიღალა სულელური აკრობატიკით საწოლში, რომლის შესახებაც გლამურულ ჟურნალში ამოიკითხეთ, მას ნამდვილი სითბოს შეგრძნება სჭირდება, სხეულების სიახლოვე, და არა “კამასუტრა”. ის სხვა ქალი სწორედ ამას აძლევს.

ორკვირიანი შეხვედრების შემდეგ თქვენი ქმარი გადაწყვეტს აკოცოს კიდეც იმ ქალს, რომელიც მისთვის უკვე ახლობელი გახდა. და გაოცებული აღმოაჩენს, რომ ლიზას მართლა არაუშავს – მას ინტიმური ვარცხნილობა აქვს… სუფთა და კოხტაა.

მამაკაცი საოცრად პრიმიტიული არსებაა. თავისი პირდაპირი ლოგიკით ის იწყებს ფიქრს, რომ მათი სექსი დაგეგმილი არ ყოფილა, გამოდის, რომ ლიზა სულ ასეთი მოვლილია და აი, აქ მას ეჭვიანობა იპყრობს.

ეჭვიანობა მოწყენილობის საუკეთესო წამალია. თქვენზე ის უკვე დიდი ხანია აღარ ეჭვიანობს, თქვენ ხომ ლამის და-ძმასავით ხართ, თქვენ მისი შვილების დედა, ქალი-ოფისი და კულინარი ხართ. რაზე იეჭვიანოს, მის თვალში თითქოს სქესიც აღარ გაქვთ.

ლიზა კი – ტკბილი ქალია. ის მარტო მას კი არა, ყველას მოსწონს. მოსაწყენად უკვე ვეღარ იცლის. მამაკაცი ენაგადმოგებული გარბის იქ, სადაც არ ეძახიან, მაგრამ ყოველსთვის სიხარულით ხვდებიან. ერთხელ ეს თქვენი ქმარი თავგადასავალშიც კი გაეხვევა ლიზასთან ერთად, მაგალითად, პიკნიკის მოსაწყობად და ბუნებაში სექსისთვის ტბაზე მიდიან, ავტომობილი გზიდან ვარდება და პირდაპირ ტბაში ამოჰყოფს თავს… სირთულეები და თავგადასავლები აახლოვებს. ხოლო სექსისთვის მყუდრო ადგილის საძებნელად გზად გადახდენილი თავგადასავალი კი ორმაგად აახლოვებს… ვთქვათ, ლიზას მეზობლები თქვენი კოლეგები აღმოჩნდებიან?! ან თქვენი ბიძაშვილი ერთად შენიშნავს მათ რესტორანში?! ან მეზობელი გოგონა საცობში ყოფნისას გვერდითა ავტომობილიდან დაინახავს როგორ კოცნიდნენ ისინი მანქანაში ერთმანეთს… ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო აახლოვებს.
ლიზა არ ჩქარობს. ან რა ეჩქარება? ის მეთოდურად, მშვიდად ხლართავს ინქტრიგების ქსელს, ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებს, სექსით ტკბება და ა.შ.

მისი ყოფითი ცხოვრების სიმსუბუქე მიმზიდველია. მერე რა რომ შვილი ჰაყვს – განა ეს დააკავებს კაცს, რომელიც თავს კარგად გრძნობს? და აი, მას უკვე დაფარვა უჭირს.

ადრე თუ გვიან მთელი ამ თავგადასავლების შემჩნევას იწყებ. თუმცა, როგორც წესი, სულელური დასკვნები გამოგაგვს. ქმრის შენარჩუნების მცდელობისას ყველაფერს საბოლოოდ აფუჭებ. სკანდალები, პრეტენზიები, ყვირილი – ვინ მოითმენს დღეს ამ ყველაფერს.

და აი, თითქმის 30 წლის ასაკში თავისუფალი ხარ. ბეჭედი განქორწინების შესახებ, ალიმენტები და შენ მარტო რჩები. დაქალებთან ჭორაობა უკვე ისე მიმზიდველი აღარ არის, როგორც ადრე, ბავშვიც ბევრ ყურადღებას ითხოვს.

მაგრამ დრო ყველაფრის მკურნალია. ბავშვიც დროდადრო მშობლებს შეგიძლია დაუტოვო, ორსაათიანი აბაზანით გაანებივრო თავი, გამოიძინო და არ ამზადო სადილები. იწყებ საკუთარი თავის მოვლას, არ აყენებ პრეტენზიებს, არ ისწრაფვი ბუდის მოწყობისკენ.. უბრალოდ აკეთებ იმას, რაც მხოლოდ თავად გსურს.
შემდეგ კი სხვის ქმარს ხვდები, რომლისთვისაც შენ ის ტკბილი ქალი ხდები, რომელმაც შენი წაგართვა. შენ არ ძაბავ მას, ის მაინც არაა შენი, არც ითხოვ, არ გჭირდება და სრულიად მარტოსაც შესანიშნავად შეგიძლია იცხოვრო. მასთან უბრალოდ კარგად ხარ, ორგაზმიც ახლა გაიგე რა არის სინამდვილეში, ის კი სულ არ გრძნობს თავს მოწყენილად შენს გვერდით, ის საწოლის აკრობატიკაც, რომელიც სექსი გეგონა, ახლა სხვა ფორმებს იღებს – სიახლოვის, რომელიც ორივეს გჭირდებათ და გსიამოვნებთ…
შესაძლოა, თუ ის ოჯახს მიატოვებს, შენ მიიღო – რატომაც არა? ორივე ხომ ძალიან კომფორტულად გრძნობთ თავს ერთად – იპოვეთ ის, რაც მას ცოლმა ვერ მისცა, შენ კი ყოფილმა ქმარმა…

წყარო