როგორ მოვექცეთ ადამიანს ეპილეფსიური გულყრის დროს

288
Active brain

თანათოს ბლოგი…

ეპილეფსიური გულყრა ეპილეფსიის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულყრის დროს ადამიანი უეცრად ვარდება ძირს და ეწყება კრუნჩხვა. სხეული ამ დროს დაძაბული და დაჭიმულია. გულყრა როგორც წესი ერთჯერადია და საშუალოდ 3-5 წუთამდე გრძელდება, თუმცა შესაძლოა ერთი შეტევის შემდეგ დაიწყოს მეორე, მესამე და ა.შ. ასეთ შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სასწრაფო დახმარებას.

ეპილეფსიური გულყრის ნიშნები:

.შესაძლებელია გულყრის დაწყებამდე პაციენტს დაეწყოს შფოთვა და გრძნობდეს შეტევის მოახლოებას. (ე.წ ეპილეფსიური აურა)

.ადამიანი უეცრად კარგავს გონებას და აჩერებს სუნთქვას(სუნთქვის გაჩერება ნუ  შეგაშინებთ, გულყრის დროს პირველი 30 წამი ეს ჩვეული მოვლენა)

.იწყება გენერალიზებური კრუნჩხვა

.იბერება კისრის ვენები

.თვალის გუგები არ რეაგირებენ სინათლეზე

.პირიდან გადმოდის თეთრი ქაფი ე.წ დუჯი (თუ ქაფი სისხლნარევია ნუ შეშინდებით, რადგან ამდროს შესაძლებელია ენის ან ლოყის დაზიანება)

.სახე ფერმკრთალია, შემდეგ ციანოზური

.ხშირად გულყრის დროს აღინიშნება უნებლიე შარდვა ან დეფეკაცია

.გულყრის დროს ავადმყოფს არაფერი ახსოვს და ხშირად იძინებს.

პირველადი დახმარება ეპილეფსიური გულყრი დროს:

.მსუბუქად დავუკავოთ პაციენტს სხეული და უპირველეს ყოვლისა დავუჭიროთ თავი, ან ამოვდოთ თავქვეშ რბილი რამე, რათა არ მიღოს თავის საშიში დაზიანება. ნუ შევეცდებით ძალით დავუკავოთ ავადმყოფს კიდურები. მოვერიდოთ პაციენტის გადაადგილებას თუ განსაკუთრებული საჭიროება არ არის და ვერ ვუზრუნველყოფთ მის გარშემო უსაფრთხოების დაცვას.

.დავამშვიდოთ გარშემომყოფები

.გავუხსნათ ავადმყოფს ტანსაცმელი თუ ის უზღუდავს თავისუფალ სუნთქვას.

.არავითარ შემთხვევაში არ ეცადოთ გაუხსნათ პაციენთს პირი ხელით ან რაიმე საგნით. ამ დროს დიდია საშიშროება მიიღოთ ხელის ტრავმა ან დაუზიანოთ პირის აპარატი. ნუ შეშინდებით პაციენტს ამ დროს ,,ენა არ გადაეყლაპება.”

.როგორც კი საშუალება მოგვეცემა თავი გადმოვუბრუნოთ გვერდით, რათა ნერწყვი თავისუფლად გადმოედინებოდეს.

.არ დაალევინოთ პაციენტს არავითარი წამალი, წყალი,  არ მისცეთ საკვები

.ნუ შეეცდებით ავადმყოფის გაღვიძებას. არ მიასხათ წყალი და არ ურტყათ სახეში

.არ დატოვოთ პაციენტი მარტო.

.სასწრაფოს მოსვლამდე მოვათავსოთ ე.წ ,,აღდგენით პოზიციაში” გვერდზე მწოლიარე, ფეხები მოხრილი, თავის ქვეშ არაფერი არ ამოვუდოთ.

.თუ გულყრა 5 წუთზე დიდხანს გაგრძელდა ან ავადმყოფი გონზე არ მოდის 5 წუთზე მეტხანს აუცილებლად ვიძახებთ სასწრაფოს.

როგორც წესი ეპილეფსიური გულყრა მშვიდობიანად მთავრდება თუ პირველადი დახმარება სწორად ჩატარდა, მაგრამ თუ პაციენტის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, აუცილებელია პრეპარატის შეყვანა. კერძოდ დიაზეპამის. უმჯობესია წამალი ვენაში გაკეთდეს, მაგრამ თუ ამის საშუალება არაა, გააკეთეთ ის კუნთში.

შეყვანის წესი: ასეთია ერთი ამპულა დიაზეპამი შეგვყავს 2 წუთის განმავლობაში. მისი სწრაფად შეყვანა დაუშვებელია, რადგან პრეპარატს ახასიათებს ძლიერი დამრთგუნველი მოქმედება სუნთქვის ცეტრზე ამიტომ არის საშიშროება სუნთქვის გაჩერების. პრეპარატი გამოიყენება 3-4 საათის შემდეგ.

დღევანდელი ჩვენი ბლოგი სულ ეს იყო. ნუ დაიბნევით გულყრის დროს. ამ ყველაფრის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ მარტივად გადაარჩინოთ ადამიანი. მათთვის ვინც ეპილეფსიასთან ერთად ცხოვრობს და გადაწყვიტა ახალი სიცოცხლე შექმნას აუცილებელია ნახოთ ჩვენი შემდეგი ბლოგი ,,ეპილეფსია ორსულობის დროს”

პ.ს .გაავრცელოთ ეს ბლოგი, რათა ერთად დავამარცხოთ ეპილეფსიის სტიგმა!

თანათო შუკაკიძე