როგორ მივხვდეთ, რომ მას მართლა ვუყვარვართ

671

ძალიან ხშირად ქალი უარს ამბობს მამაკაცზე, მხოლოდ იმ მცდარი შეხედულების გამო, რომ „ყველა კაცი ერთნაირია“. სინამდვილეში, ყველა კაცი არ ჰგავს იმ ერთს, რომელიც გამუდმებით ცუდად გექცეოდათ და ფიზიკურ ან მორალურ ზიანს გაყენებდათ. არავის აქვს უფლება ყველა კაცი ერთ ქვაბში მოხარშოს, მხოლოდ იმიტომ, რომ რამდენიმე უვარგისი აღმოჩნდა.

თუ თქვენი მამაკაცი ყველა მოცემულ პუნქტს შეესაბამება, არასოდეს გაუშვათ, მას მართლა უყვარხართ!

  1. ის დამოკიდებულია თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე;

სწორედ მაშინ ხვდებით, როგორ ადამიანთან გაქვთ ურთიერთობა სინამდვილეში, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის. ყველა ურთიერთობაში ჩნდება პრობლემები, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს დასასრულს. თუ ასეთ დროს თქვენი მეორე ნახევარი თქვენ გვერდით რჩება და თქვენთან ერთად ცდილობს ყველაფრის გამოსწორებას, მაშინ ის თქვენზე დამოკიდებულია და სურს, რომ თქვენ ორს ყველაფერი იდეალურად გქონდეთ. ყველა გეტყვით, რომ რაც უნდა მოხდეს თქვენ გვერდით იქნება, მაგრამ მხოლოდ ნამდვილი მამაკაცი დარჩება და გაუძლებს ყველაფერს თქვენთან ერთად. მაშინაც კი, როცა გგონიათ, რომ თქვენი ურთიერთობა მეტს ვეღარ გაუძლებს, ის შეძლებს, გააღვივოს ნაპერწკალი თქვენ შორის. დაგიმტკიცებთ, რომ რაც უნდა მოხდეს და როგორ რთულ მდგომარეობაშიც არ უნდა აღმონდეთ ერთად ყველაფერს გაუძლებთ. ეს მეტ სიმამაცეს შეგძენთ, რომ მთელი ცხოვრება მის გვერდით გაატაროთ.

  1. ის ყველაფერზე გესაუბრებათ;

კომუნიკაცია იდეალური ურთიერთობის მთავარი გასაღებია. თუ თქვენ საკუთარ თავთან გულწრფელად შეგიძლიათ თქვათ, რომ მის შესახებ ყველაფერი იცით, რისი ცოდნაც შეიძლება, იცით, თუ როგორ მოიქცევა ამა თუ იმ სიტუაციაში, ეს ნიშნავს, რომ თქვენი მეორე ნახევარი არ ერიდება თქვენთან გულის გადმოშლას, საკუთარ გრძნობებზე საუბარს. ის თქვენ გენდობათ.

ყველას გვაქვს ბნელი მხარე, საიდუმლო, რომლის გაზიარებაც არც ისე მარტივია. რაღაც მომენტში ჩვენ გვერდით ერთადერთი ადამიანი რჩება, რომელიც გვისმენს და ჩვენთან ერთად ცდილობს, იპოვოს პრობლემის გადაჭრის გზები. ის ყველანაირად ცდილობს არ განგსაჯოთ, თუ თქვენ მას გაეხსნებით, არასოდეს ინანებთ, რადგან ის ყოველთვის და ყველაფერში გვერდში დაგიდგებათ (თუ, რა თქმა უნდა, მეტამფეტამინს არ ყიდით ჩუმ-ჩუმად).

  1. უმნიშვნელო საკითხებსაც კი ყურადღებას აქცევს;

როცა მისთვის მართლა მნიშვნელოვანი ხართ, ის ისეთ პატარა რაღაცებსაც ამჩნევს თქვენში, რაც ნაკლებად მნიშვნელოვანი და ღირებულია. მან იცის, რომ სიცილის დროს ხვნეშით, იცის, რომელია თქვენი საყვარელი სატელევიზიო პროგრამა, მან იცის ეს ყველაფერი, თქვენ კი ეს გაოცებთ და ხვდებით, რომ ყველაზე იღბლიანი ქალი ხართ, რომელსაც ასეთი ყურადღებიანი მამაკაცი ჰყავს გვერდით, ის იდეალურია.

მაშინაც კი როდესაც თქვენი დაბადების დღე ახლოვდება, ხოლო ის ცარიელი ჯიბით დაიარება და არ აქვს შესაძლებლობა რაიმე ძვირადღირებული გაჩუქოთ, მან იცის თქვენი ღირებულებები. მას ახსოვს, რომ რაღაც მომენტში ახსენეთ კაბა, რომელიც მოგწონთ და დაბადების დღისთვისაც სწორედ მას გჩუქნით. თქვენ იცით, რომ მას უყვარხართ და სწორედ ის არის ვისთან ერთადაც გსურთ მთელი ცხოვრების გატარება. მას შეუძლია მოგანიჭოთ ბედნიერება, როგორსაც იმსახურებთ.

  1. ის არის გამჭრიახი;

ადამიანის განსჯა განათლების მიხედვით, მისთვის უპირატესობის მინიჭებაა, ხოლო ადამიანის განსჯა მისი ინტელექტის მიხედვით, რათა შეძლოს ნებისმიერი სიტუაციის გაკონტროლება, საჭირო რჩევების მოცემა, აუცილებლობაა.

თუმცა, თუ ის საკმარისად ჭკვიანი არ არის, ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრები. ყველა კაცი არ არის დაბადებული, რომ იყოს გენიოსი, არის სიტუაციები, რომლებსაც ვერ გააკონტროლებთ. მიეცით მას საჭირო დრო და თუ მას მართლა უყვარხართ, ის მოძებნის გამოსავალს და ააწყობს მოზაიკას. თქვენი სიყვარული დაეხმარება მას, რომ გაიზარდოს და გახდეს უკეთესი.

  1. ყოველთვის გახსენებთ, რომ ლამაზი ხართ;

მხოლოდ თქვენს მამაკაცს არ სჭირდება იმის ცოდნა, რომ იდეალური ხართ, ის უნდა დარწმუნდეს, რომ თქვენც მასსავით ფიქრობთ საკუთარ თავზე. არ აქვს მნიშვნელობა რას და როგორ გეტყვით, მთავარია დღის ბოლოს საკუთარი თავი ლამაზი მიგაჩნდეთ.

კაცები ფიქრობენ, რომ ჯენტლმენობა სირცხვილია, თუმცა მანქანაში ჩაჯდომამდე თუ ის თქვენს კარს დაიჭერს, ორშაბათ დღეს ყვავილებს გაჩუქებთ, გახსენებთ რომ ლამაზი ხართ, მაშინაც კი, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად ელოდებით ამაში სასირცხვილო არაფერია.

  1. ის დაინტერესებულია ყველაფრით, რაც თქვენ გეხებათ;

თქვენი ცხოვრების რთულ პერიოდში, იმედგაცრუების ჟამს, თქვენი პარტნიორი ცდილობს, რომ თქვენ გვერდით იყოს. ყველაფერს აკეთებს, რომ  დაგეხმაროთ პრობლემის გადაჭრაში, შეგიმსუბუქოთ ტკივილი. ის გადადებს ნებისმიერ საქმეს და გვიან ღამამდე თქვენ გვერდით დარჩება, რომ გაარკვიოს რითი შეუძლია დახმარება.

იმ შემთხვევაში თუ, თქვენი მეორე ნახევარი დიდ წარმატებას მიაღწევს, იმის მაგივრად, რომ ეგოისტობა გამოიჩინოს და მთელი დიდება მიითვისოს, ის სათანადოდ გიფასებთ მხარდაჭერას და გვერდში დგომას. ამ დროს „მისი“ ხდება „ჩვენი“, ხოლო „მე“ – „ჩვენ“. ურთიერთობაზე ეს ძალიან პოზიტიურად მოქმედებს. ორივეს წაგახალისებთ, რომ ერთმანეთის დასახმარებლად ყველაფერი გააკეთოთ და ყველა მიცემული პირობა შეასრულოთ. საბოლოდ ადამიანის ფასი იმით განისაზღვრება, როგორ ასრულებს დანაპირებს.

  1. არ გაგრძნობინებთ თავს ცუდად;

მას შეუძლია გაიცინოს თქვენს შეცდომებზე, წყენას გულში არ შეინახავს, რადგან იცის, რომ თქვენ ეს არ გინდოდათ. ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და მას ეს თქვენსავით კარგად ესმის. იცის ისიც, რომ, რეალურად, მნიშვნელოვანი მხოლოდ ურთიერთობაა.

ყველა ჯანსაღი ურთიერთობის საიდუმლო კომპრომისშია. თუ მას არ შეუძლია მიიღოს და შეეგუოს თქვენს პატარა შეცდომებს, რთული იქნება ურთიერთობის გადარჩენა.  მან იცის, რომ შეუძლებელია ყოველთვის მართალი იყო, უფრო მნიშვნელოვანი თქვენ ორს შორის კავშირია. ის ვერ იქნება ეგოისტი თქვენთან მიმართებაში, მას შეუძლია გარკვეულ დათმობებზე წასვლა. თუ თქვენ გიყვართ რომანტიკული ფილმები, იმის მაგივრად, რომ გაგაკრიტიკოდ, თქვენთან ერთად წამოვა კინოში და ისიამოვნებს თქვენთან ერთად გატარებული დროით.

  1. მას შეუძლია განასხვავოს უსაფრთხო საზიანოსაგან.

შეცდომების აღიარებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. თუ მამაკაცს შეუძლია აღიაროს, რომ მისმა ქმედებამ ზიანი მოგაყენათ, ის ამ საკითხს ზედაპირულად არ შეხედავს და არ გეტყვით, რომ დაივიწყოთ. სამომავლოდ ის გაითვალისწინებს თავის დანაშაულს და შეეცდება აღარ გაწყენინოთ.

რაღაც მომენტში, მან შეიძლება ისეთი რამ თქვას ან გააკეთოს, რაც თქვენ ხასიათს გაგიფუჭებთ, რა თქმა უნდა, ის ყველანაირად შეეცდება რომ ასე არ მოხდეს, მაგრამ ყველაფერი ხდება. ასეთ სიტუაციაში კი იმის მაგივრად, რომ დაგცინოთ, სიჩუმეს არჩევს. მას თქვენ გულწრფელად უყვარხართ.

 

ქეთი კალანდაძე