როგორ ვიცხოვროთ მარტივად – 5 რჩევა

371

თუკი სხვისი ხასიათი და განცდები თქვენზე ზედმეტად მოქმედებს, მაშინ სავარაუდოდ, თქვენ ემფატი ხართ. თქვენ სხვის ტკივილს და პრობლემებს საკუთარივით აღიქვამთ. შეწყვიტეთ სხვისი ემოციების შესრუტვა!

ეს 5 რჩევა დაგეხმარებათ, გათავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან.

  1. განსაზღვრეთ მოქმედება
    თუკი ზედმეტად გულთან ახლოს მიგაქვთ გარშემომყოფების პრობლემები, გაითვალისწინეთ, რომ ეს ცხოვრებას დაგიმძიმებთ. დროთა განმავლობაში თქვენ სწრაფად დაიღლებით. პრობლემის გაანალიზება – ცუდი არ არის, მაგრამ ნუ ეცდებით ყველაფერი ერთად მოაგვაროთ. პრობლემები დაყავით სირთულის მიხედვით და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეთ მათი მოგვარება – თანმიმდევრობით. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ არ გეყოფათ ძალა, რომ „ცხრათავიან გველეშაპს“ ერთად „მოაჭრათ“ ყველა „თავი“.
  2. კონცენტრირება მოახდინეთ სუნთქვაზე
    თუ უარყოფითი ემოციებით შემოგიტიეს, შეეცადეთ, კონცენტრირება გადაიტანოთ სუნთქვაზე. „შეისუნთქეთ“ სიმშვიდე და „ამოისუნთქე“ ნეგატივი. მიეცით თქვენ თავს უფლება, რომ იყოთ ბედნიერი. გაათავისუფლეთ საკუთარი თავი შიშისგან და სხვა უარყოფითი ემოციებსგან.
  1. დამცავი ფარი
    ყოველთვის, როცა იმ ადამიანების გარემოცვაში იქნებით, ვინც თქვენზე ნეგატიურად მოქმედებს; გონებაში თქვენს წინ წარმოიდგინეთ ფურცელი. იფიქრეთ მასზე, როგორც „დამცავ ფარზე“, რომელიც ირეკლავს მთელ ნეგატივს.
  1. ეძებეთ პოზიტივის წყარო
    ის ადამიანები, რომლებიც დადებითი ემოციით გავსებენ, შეხვდით უფრო ხშირად. შეეცადეთ ნეგატივის ნაცვლად, შეისრუტოთ მათი პოზიტივი. ასევე, უყურეთ პოზიტიურ და გასართობ ფილმებს. თუ თქვენ არ მოარიდებთ თავს ნეგატიურ მოვლენებს, ამას თქვენ მაგივრად ვერავინ შეძლებს.
  2. ხშირად იყავით ბუნებაში
    თუკი გსურთ განმარტოება, იმაზე უკეთეს ადგილს, ვიდრე ბუნებაა, ვერ იპოვით. ეს შეიძლება იყოს: ტყე, ქალაქის პარკი ან პლაჟი. ასეთი განმარტოება ძალიან დაგეხმარებათ მოდუნებაში და პოზიტიური ფიქრებით ავსებაში. ხოლო თუ ეს ყველაფერი თქვენგან შორს არის, უბრალოდ გაისეირნეთ თქვენი ქალაქის ნაცნობ-უცნობ ქუჩებში. დამიჯერეთ, თქვენ აუცილებლად აივსებით დადებითი ემოციებით.

 

მოამზადა:
თამო ლომაშვილმა