როგორ აწვალებდა ჯონი დეპი ლეონარდო დიკაპრიოს

387

ჯონი დეპის და ლეონარდო დიკაპრიოს მეგობრობა ჯერ კიდევ 1993 წელს დაიწყო, როცა მათ ერთად ითამაშეს ფილმში ,,რა აწუხებს ჟილბერტ გრეიფს“ (What’s Eating Gilbert Grape)

ახლა, როცა ლეო ოსკარის მოლოდინშია, დეპი კი ექსცენტრიულ პერსონაჟებს განასახიერებს. სანტა ბარბარას საერთაშორისო ფილმების 31-ე  ფესტივალზე ჯონმა მათ ერთობლივ ფილმზე ისაუბრა.

,,მე ლეოს ძალიან ვაფასებ. ის ბევრს მუშაობდა ამ ფილმზე, მუდამ მზად იყო სამუშაოდ და ვიდეო თამაშებზე სალაპარაკოდ, რაც ცოტა მაღიზიანებდა.“

ლეო როლს პასუხისმგებლობით ეკოდებოდა, კითხულობდა წიგნებს ფსიქოლოგიური პროლემების მქონე ადამიანებზე, უნდოდა, მეტი გაეგო საკუთარი პერსონაჟის შესახებ. დეპი კი მუდმივად აწვალებდა და დედისგან ფარულად სიგარეტის მოწევის უფლებას არ აძლევდა.

როგორც ჩანს, დიკაპრიოს შრომა დაუფასდა. 19 წლის ბიჭისთვის ,,გილმორ გრეიფი“ პირველი ფილმი იყო, რომლისთვისაც ოსკარზე და ოქროს გლობუსზე წარადგინეს.