როგორი მეგობრები არიან ზოდიაქოს ნიშნები

669

 

მეგობარი – ვერძი
გასაგიჟებელი მეგობარი ნამდვილად არ არის. ის გამუდმებით ისაუბრებს თქვენს ნაკლებზე, საშინლად ფეთქებადია და თითქმის არასდროს თმობს პოზიციებს. სასურველია, ხშირად შეახსენოთ თქვენი სტატუსი მის ცხოვრებაში.

 

მეგობარი – კურო
ცხოვრების მოყვარული და ზედმეტად მშვიდია. ის თქვენს ყველა გადაწყვეტილებას სწორად მიიჩნევს მაშინაც კი თუ ხვდება, რომ რაღაც არ გამოგივათ.

 

მეგობარი – ტყუპები
ის ცბიერი მელაა. ყველაფერში ეძებს თავის სარგებელს, ამიტომ ბოლომდე ნუ მიენდობით და თქვენი მეგობრობაც დიდ ხანს გასტანს.

 

მეგობარი – კირჩხიბი
ზედმეტად მოსიყვარულეა. მას სიგიჟემდე ეყვარებით სულ თქვენს ქებაში იქნება, სანაცვლოდ კი მხოლოდ თქვენს  ერთგულებას მოითხოვს.

 

მეგობარი – ლომი
კარგი მეგობარია. შეგიძლიათ ყოველთვის დაეყრდნოთ მას, უყვარს კონფლიქტები, თუმცა რთულ სიტუაციაში ბოდიშსაც იხდის.

 

მეგობარი – ქალწული
თუ ნამდვილად გსურთ მეგობრობა ამ ზოდიაქოს ნიშანთან, მაშინ უნდა აკმაყოფილებდეთ მის ყველა მოთხოვნას, თითქმის იგივე ინტერესები და მოთხოვნები უნდა გქონდეთ, რაც მას გააჩნია.

 

მეგობარი – სასწორი
წყნარია, სანამ მოთმინება ეყოფა. თუ ფიალა აევსო გაიქეცით! გაიქეცით, რაც ძალი და ღონე გაქვთ.

 

მეგობარი – მორიელი
სერიოზულად ეკიდება ცხოვრებას. პრინციპულია და არ ატარებს ვარდისფერ სათვალეს. იგი სერიოზულად მოეკიდება თქვენს ნებისმიერ პრობლემას.

 

მეგობარი – მშვილდოსანი
რთულია მასთან ერთად მოიწყინო. ის ნებისმიერ სიტუაციაში თქვენს გვერდით იქნება,  გეტყვით ყველაფერს რაც მოწონს და არ მოწონს თქვენში.

 

მეგობარი – თხის რქა
ის თქვენთვის მუდამ საიმედო იქნება, არ მოგცემთ არასდროს იმის მიზეზს, რომ მასში ეჭვი შეიტანოთ.

 

მეგობარი – მერწყული
ყოველთვის ცდილობს თქვენს განწყობაზე იზრუნოს. შემოქმედებითი ადამიანია და ყველა სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს.

 

მეგობარი – თევზები
მასთან საერთო ენის გამონახვა, საკმაოდ მარტივია. იგი თქვენთვის იმაზე მეტს გააკეთებს ვიდრე წარმოგიდგენიათ.

 

მოამზადა
თამო ლომაშვილმა