რა მოხდება, თუკი ყოველდღე ერთ ბოკალ ღვინოს დავლევთ?

617

ყველას თავისი მეთოდი აქვს, დამღლელი დღის ბოლოს მოდუნდეს. ვიღაც ტელევიზორს უყრებს, სხვა მეგობრებს ხვდება. ზოგს კი ურჩევნია, ერთი ბოკალი ღვინით მოიხსნას მთელი დღის დაძაბულობა.
თუ ფიქრობთ, რომ ყოველდღე თითო ბოკალი ღვინის დალევით გალოთდებით და ჯანმრთელობას შეირყევთ, გეტყვით, რომ ეს ასე არ არის და მეცნიერულ მტკიცებულებებსაც აქვე მოგიყვანთ.
დასავლეთის მეცნიერებმა და ექიმებმა უამრავი ექსპერიმენტი და კვლევა ჩაატარეს ალკოჰოლის თემაზე და მივიდნენ დასკვნამდე, რომ თუ ყოველდღე თითო (და არა მეტ) ბოკალ ღვინოს დავლევთ, არამც თუ ჯანმრთელობას ვავნებთ, არამედ პირიქით, ბევრ სარგებლობას მოვუტანთ ჩვენს ორგანიზმს. კერძოდ კი…

1. დღეში ერთი ბოკალი ღვინო წონის დაკლებაში დაგეხმარებათ.

უკანასკნელმა კვლევებმა, რომელიც Journal of Physiology გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ ერთი ჭიქა ღვინო წონის კლების თვალსაზრისით უტოლდება სპორტდარბაზში ერთ საათიან ინტენსიურ ვარჯიშს.
კვლევის ავტორი ჯეისონ დიკი ამბობს, საქმე რესვერატროლშია, რომელსაც ღვინო შეიცავს. სწორედ ეს ნივთიერება აჩქარებს მეტაბოლიზმს.

2. პირიდან უსიამოვნო სუნს აქრობს.

დაივიწყეთ საღეჭი რეზინები. აჯობებს ვახშმად ან სადილად თითო ბოკალი ღვინო მიირთვათ!
მსოფლიოში ცნობილი დიეტოლოგი ლია კაუფმანი ამტკიცებს, რომ ღვინო – შესანიშნავი სითხეა პირის ღრუსთვის, რადგან შეიცავს ფლავან-3-ს – ნივთიერებას, რომელიც პირში “ცუდ” ბაქტერიებს კლავს.

3. შველის ალერგიას

თეთრი (და არა მხოლოდ თეთრი!) ღვინო ალერგიის სიმპტომებს მართლაც ამცირებს.
ცნობილმა სომელიემ ლაურა ფოსტერმა დაამტკიცა, რომ ჰისტამინის დაბალშემცველი თეთრი ღვინო საგრძნობლად ამცმირებს ალერგიის სიმპტომებს.

4. სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს

კაუფმანი ასევე ამბობს, რომ ღვინო, რომელიც სავსეა ანტიოქსიდანტებით, ხელს უშლის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაჩენას.
დღეში ერთი ბოკალი ღვინო გულის შეტევის რისკს იმის ხარჯზე წევს დაბლა, რომ სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონეს დაბლა წევს. შესაბამისად კი ხელს უშლის თრომბების გაჩენას.
მაგრამ ფრთხილად იყავით: დალიეთ მხოლოდ ღვინო და არა სხვა ალკოჰოლი და ამასთან მხოლოდ ერთი ჭიქა და არამც და არამც მეტი.

5. ეხმარება გულს

ჯანმრთელი გული და “კარგი” ქოლესტერინი – ეს ორი მცნება ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ერთი მეორეს გარეშე არ არსებობს.
კვლევებმა დაამტკიცა, რომ დღეში ერთი ჭიქა ღვინო აამაღლებს ამ ნივთიერების კონცენტრაციას მთელი 5-15 %-ით.

6. აუმჯობესებს მეხსიერებას

ერთი ბოკალი ღვინო მეხსიერების გაუმჯობესებაშიც დაგვეხმარება. ეს არიზონის უნივერსიტეტის კვლევებით დადასტურდა. აქ 70 წლის ასაკის და მეტის ქალთა ტვინები გამოივლიეს და აღმოაჩინეს, რომ ისინი, ვინც რეგულარულად მიირთმევდნენ ღვინოს, უკეთ უმკლავდებოდნენ ტესტებს, ვიდრე ისინი, ვისაც არ უყვარდა ღვინო.

7. აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ერთ-ერთი ბრიტანული კვლევის მონაცემებით, იმ ადამიანებს, ვინც დღეში თითო ჭიქა ღვინოს მიირთმევდნენ, ინფექციური დაავადებების გაჩენის რისკი 11 %-ით ნაკლები იყო, ვიდრე მათთან, ვინც ღვინოს არ სვამდა.
მიზეზი – იმავე ფლავან-3-შია, რომელიც კლავს გასტრიტის, წყლულისა და კუჭის კიბოს გამომწვევ ბაქტერიებს Helicobacter Pylori-ს.

8. ამაგრებს ძვლებს

ასევე კვლევებით დადასტურდა, რომ ქალებს, რომლებიც ღვინოს ზომიერი რაოდენობით იღებენ, ძვლების ქსოვილის მაღალი სიმკვრივე აქვთ.
მიზეზი? ალკოჰოლი ამაღლებს ქალის ჰორმონის, ესტროგენის დონეს, რაც ორგანიზმში ძვლოვანი სისტემის მოშლას აჩერებს.

დაიმახსოვრეთ: ყველა ამ უპირატესობის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები ზომიერად და შეგნებულად. 

წყარო: marao.ge