რა იწვევს მკერდის ბუნებრივ ზრდას?

344

გოგონების უმეტესობამ იცის, როგორ „შემატოს“ მკერდს მოცულობა. ეს იმ შემთხვევაში თუ ბიუსტის გაზრდა სურთ. თუმცა, არის მეორე უკიდურესობა – როდესაც მკერდი თავისით, ბუნებრივად იზრდება.

დღეს ბიუსტჰალტერების ზომა იწყება ნულიდან-АА და მთავრდება ექვსი ზომით-F. ყველაზე გაყიდვადი В და С, ანუ მეორე და მესამე ზომა, პოზიციებს თანდათან კარგავს. ევროპაში 20 წლის წინ ყველაზე გაყიდვადი თუ ზომა В იყო, დღევანდელი მონაცემებით უმეტესწილად С და D ზომაზეა მოთხოვნა. რა იწვევს მკერდის ბუნებრივ ზრდას?

სიმსუქნე

ეს არის ერთ-ერთი აშკარა მიზეზი – რაც უფრო მსუქანია ქალბატონი, მით უფრო დიდი მკერდი აქვს. განსაზღვრულია პროპორციაც, ყოველ მომატებულ ერთ კილოგრამზე მკერდი 20 გრამით იზრდება. 10 კილოგრამით მომატების შემთხვევში მკერდი მინიმუმ 1 ზომით მაინც იზრდება.

ჰორმონები

ჰორმონები ესტროგენი და პროგესტერონი ასევე შეიძლება გახდეს მკერდის ზრდის მიზეზი. ეს ჰორმონები კონსტრუქტორის როლს ასრულებენ სხეულის ფორმირებაში.

მავნე ნივთიერებები

ქსენოესტროგენი – ეს არის ნივთიერება, რომელიც ორგანიზმში გარემოდან ხვდება, მათ ვიღებთ როგორც საკვებთან ერთად, ასევე დაბინძურებული ჰაერიდან, უხარისხო სუნამოდან, კოსმეტიკიდან ან სარეცხი საშუალებიდან. ბიოლოგების აზრით, ეს ნივთიერება, ხელს უწყობს მუცლისა და მკერდის მიდამოებში ცხიმების წარმოქმნას. სხვათა შორის მამაკაცებშიც ანალოგიური ეფექტით მოქმედებს. არის გამოსავალი – ქსენოესტროგენის მოქმედების ეფექტს ამცირებს ჯვაროსნები: კომბოსტო, პირშუშხა, თალგამი, მხალი.

სპორტი

ფიზიკურ ვარჯიშებს ქალის მკერდის ფორმირებაში მცირე წვლილი შეაქვთ. ბიუსტის გაზრდა აერობიკის დახმარებით, ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ვარჯიშებს, რომლებიც მკერდის, ზურგისა და ხელის კუნთებს ამაგრებს, მათი ტონუსში მოყვანა შეუძლიათ.

საუკეთესო საჩუქარი

იტალიელი და ამერიკელი კურსდამთავრებულებისათვის საუკეთესო საჩუქარი სილიკონია. ამერიკის პლასტიკური ქირურგიის ასოციციის (ASAPS) თანახმად, ყოველწლიურად ახალგაზრდა პაციენტების რაოდენობა 2-3-ჯერ იზრდება.

„ჭარბი“ ზომა

ამერიკელი ნორმა სტიცი მსოფლიოში ყველაზე დიდსა და ნატურალურ მკერდს ფლობს. 1999 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. ნორმას ბიუსტის გარშემოწერილობა 259 სანტიმეტრია, ხოლო თითოეული მკერდის წონა – 19 კილოგრამი.