რატომ აპირებს ანჯელინა ჯოლი სამსახიობო კარიერის დასრულებას?

137

39 წლის ოსკაროსანმა მსახიობმა ერთ-ერთ გამოცემასთან  ინტერვიუში განაცხადა, რომ აპირებს, დაასრულოს სამსახიობო კარიერა და რეჟისორობა გააგრძელოს. მისივე სიტყვებით, ის რეჟისორის სავარძელში თავს კომფორტულად გრძნობს:

„კამერის წინ ყოველთვის დისკომფორტი მაქვს. ვერც ვიფიქრებდი, რომ რეჟისორობას შევძლებდი, მაგრამ რადგან გამომდის, რატომაც არა? მზად ვარ, უარი ვთქვა მსახიობობაზე”.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეკრანებზე გამოვიდა ანჯელინას მესამე რეჟისორული ნამუშევარი  „Unbroken.მსახიობმა აღიარა, რომ ფილმის გადასაღებ მოედანზე მსახიობებს, ძალიან მძიმე პირობებში აყენებდა. მათ წყლის დალევის საშუალებაც არ ჰქონდათ მაშინ, როცა გადაღებები თაკარა მზის ქვეშ მიდიოდა.

წყარო