პაციენტი სახელად საქართველო არ შუქდება

91

თამთას ბლოგი…

ნოემბერი ქართული პოლიტიკისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა.გადაყენებული თუ გადამდგარი მინისტრები,დასავლურიორიენტაციიდან გადახვევის საფრთხე, დაშლის პირას მდგარი უმრავლესობა, გაცხარებული პრემიერი და პირველიმოქალაქის პოლიტიკური ანალიზი 2030-მდე.

მოვლენას აშუქებდა ყველა მედია საშუალება,ყველა ამ ამბავს მისთვის საინტერესო ნიშას არგებდა.ქვეყანა იდგაპოლიტიკური კრიზისის ზღვარზე,ამ დროს კი ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს ეთერში ქვეყნისმომავალზე წინასწარმეტყველებდა ლელა კაკულია.

გადაცემამ ალბათ, მაღალი რეიტინგი დადო. აი, რა უხარია მედიას.

სენსაცია, სანახაობა, შოუ.

თურმე ყველაფერი შეიძლება მასკარადად აქციო.მეტი სკანდალი,მეტი დაპირისპირება, ხელიხელ ჩხუბი, ერთმანეთისლანძღვა გაზეთის ფურცლებიდან თუ პირდაპირ ეთერში.ბევრი სრულიად ჩვეულებრივი თემისთვის დათმობილი მთელიგადაცემა.

მთავარია იყოს სკანდალი, რეიტინგიც შესაბამისი იქნება.

 

შემოდგომის ოქროსფერი დილა. ექიმის კაბინეტთან  თავის რიგს ელოდება პაციენტი სახელად საქართველო. იქნება ასე 2000 წლის.

– რა გაწუხებთ?

– მე ქვეყანა ვარ,პატარა ლამაზი ქვეყანა.დაახლოებით 4 მილიონ სევდას და პრობლემას ვატარებ გულით, ამასთან ყველაგანსხვავებულია ერთმანეთისგან.

მტკივა,იმიტომ რომ ორი კიდური დავკარგე, მაგრამ ის უფრო მტკივა,რომ მათთან ერთად ასობით ათასი ვაჟკაცი დაიკარგა.

მცივა,იმიტომ რომ ჩემში ბევრს არ აქვს თბილი სახლი,უფრო ბევრს კი საერთოდ სახლი არ აქვს.

მშია, რადგან ჩემი მოსახლეობის უმეტესობა ღარიბია, უფრო მეტი კი ღატაკი. მე ვარ ქვეყანა, სადაც ყველას უჭირს, სადაცხალხი ვერ შოულობს სამსახურს, სადაც პატარა ბავშვები შიმშილით იხოცებიან, სადაც სოციალურად დაუცველთაუზარმაზარი სია არსებოს და მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებას სიიდან ადამიანების ამოღებაში ხედავს. აქ ეკონომიკურიპრობლემების გამო ადამიანები ბენზინით იწვავენ თავს, აქ სუსტი სქესი იჩაგრება, აქ ცოლის მოკვლა უკვე მოდაა. აქებოლას შიშით ფერადკანიანებს სიკვდილივით უფრთხიან. არატრადიციულ ორიენტაციას კი უბრალოდ არ ცნობენ.

ისე, ვინ ვინ და ორიენტაციაში გარკვევა ჩემზე მეტად არ მგონია ვინმეს უჭირდეს.ამდენ წელი გავიდა და კიდევ ვერ გამიგიაჩემი ორიენტაცია დასავლურია თუ ჩრდილოური. ამას ისინი წყვეტენ ვინც თავს ჩემს ბატონ-პატრონად აცხადებს. ისიც ვერგავარკვიე ბოლოს და ვოლოს ვინაა მთავარი ბატონი. ფორმალურად ორი მყავს, თუმცა მავანნი ამბობენ ყველაფერიპირველი მოქალაქის ხელშიაო.

დრო გადის მე კი ისევ ისე მტკივა.

– ექიმო, მეშველება რამე?

ექიმი ჩაფიქრდა

– გავაშუქოთ-თქვა ბოლოს. ასე უკეთ გამოჩნდება

არ შუქდება

არ შუქდება იქ სადაც ეს პრობლემები ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეთ. მედია, რომელიც ჩვენი ცხოვრების სარკეუნდა იყოს და უბრალო ადამიანური გასაჭირით უნდა იკვებებოდეს, მხოლოდ სკანდალური ან პოლიტიკური ამბებითაადახუნძლული.

არავინ დაობს,რომ პოლიტიკა უნდა შუქდებოდეს, მაგრამ ხომ შეიძლება ადამიანურ ისტორიებსაც დავუთმოთ დრო ,მათისატკივარი მივიტანოთ მთავრობის ყურამდე. იქნებ მაშინ მაინც ეშველოთ ამ ადამიანებს. თავისუფალი მედიის, იქ მაღლა,ყველას ეშინია და მის მიერ წამოწეულ თემებს უყურადღებოდ არავინ დატოვებს.

თავისუფალი – მეთქი ვამბობ და ალბათ გეცინებათ, მაგრამ დღეს ჟურნალისტებს აქვთ შესაძლებლობა იყვნენ თავისუფლები. რეიტინგს კი რეალურ პრობლემებთან შეჯახება უფრო მოიტანს, ვიდრე ცირკად ქცეული ვითომ პრობლემები.

უნივერსიტეტის სააქტო დარბაზი. ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებმა  ჟურნალის გზავნილი რაჭიდანპრეზენტაცია გამართეს. ადამიანური ისტორიები, ერთ ჟურნალში მოქცეული სევდა, ტკივილი და სიხარული. პრობლემარეალური – რაჭა არ უნდა დაიცალოსო.ნეტავ ჩვენს ჟურნალისტებს რატომ „არ უხარიათ“ ასეთ თემებზე საუბარი. ისე იმედი მომეცა. იმედი იმისა, რომ ქართული ჟურნალისტიკა მომავალში მაინც იტყვის თავის სათქმელს.

იქამდე კი პაციენტი სახელად საქართველო არ შუქდება.

თამთა ყიფიანი