პატიების ხელოვნება ზოდიაქოს ნიშნებში

484

ბედნიერების და ჯანსაღი ცხოვრებისთვის საჭიროა ადამიანის გონება იყოს მშვიდი და სუფთა ნეგატიური ფიქრების და ემოციებისგან. დაბადებიდან ბავშვი ხვდება ამ რთულ რეალობაში, სადაც მრავალი შენიშვნა, აკრძალვა, გაბრაზება, ყვირილი, შური და სხვა  ემოციები ხვდება მშობლების, ნათესავების, შემდეგ სკოლაში მასწავლებლებისგან და მეგობრებისგან. იდეალური არავინაა ამიტომ ყველა უშვებს შეცდომებს და ეს შეცდომები ეხებათ პატარებსაც, შემდეგ პატარა იზრდება და ხდება ადამიანი რომელიც ჩვეულებრივ გაზრდილია წარმოდგენებით იმაზე რა უნდა ეწყინოს, დამახსოვრებული აქვს წყენები და ეს მისი ძველი წყენები რომლებიც თავად შეიძლება აღარც ახსოვს არაცნობიერად ამძიმებს მას, როგორც უხილავი ტვირთი.

ყველა რელიგია ქადაგებს პატიების შესახებ, თუმცა სათქმელად ადვილია და შესარულებლად რთული, თითეული ადამიანი ინდივიდუალურია თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობით, ასტროლოგია კი გვეხმრება უკეთ გავიგოთ როგორაა მოწყობილი ჩვენი ფსიქო–ემოციური სისტემა და ახლა წავიკითხოთ რომელ ნიშანს როგორ გამოსდის პატიება.

 

ვერძი

ვერძზე საუბრისას უნდა ავღნიშნოთ მარსის ვნება, რომელიც შეუბრალებელია, მამაცი და პირდაპირი. თუ თქვენ ამ ნიშნის ქვეშ დაიბადეთ, მაშინ რასაც ამბობთ იმას აკეთებთ დაუფიქრებლად. თქვენ თუ ვინმეს ტკივილი მიაყენეთ ეს ყოველთვის წინასაწარ დაგეგმილი არ იყო, შესაძლოა ვერც ხვდებოდეთ ამას და თუ სხვები გეტყვიან შესაძლოა ვერ გაიგოთ. ამიტომ მეტად დაფიქრდით რას ამბობთ და დააკვირდით სხეულის ენას, რეაქციას თქვენს საუბრებზე და საქციელებზე როგორ რეაგირებენ ადამიანები. თქვენ პატიება არ გიჭირთ. თქვენი სიბრაზე გაივლის და დაგავიწყდებათ, ვერძებს აქვთ უნარი გაუშვან და დაივიწყონ ყველაფერი ძველი.

 

კურო

თქვენთვის პატიება ყოველთვის არ არის ადვილი. ვენერა ზედმეტი მგრძნობიარობით გაჯილდოვებთ, მაგრამ შეგიძლიათ შეხედოთ ამ საკითხს, როგორც თქვენს ემოციონალურ მიჯაჭვულობას, იმას რომ არ შეგიძლიათ რაღაცეები გაუშვათ. ამიტომ არიან ზოგიერთი კუროები, რომელიც დიდიხანს იმახსოვრებენ წყენას და ეს მათ აზროვნებაზეც მოქმედებს.

 

ტყუპები

თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც შეუძლია იმოძრაოს თავისუფლად და ინტელექტუალურად ყველა მიმართულებით და თქვენი ტალანტები ურთიერთობებში დიდია. თქვენ გაქვთ უპირატესობა სხვა ნიშნებთან შედარებით, იმ შემთხვევებში თუ სხვას მიაყენეთ ტკივილი ან თქვენ გაწყენინეს. თქვენი გახსნილობა და პირდაპირობა ყოველთვის სწორი პოლიტიკაა, მიუხედავად იმისა „ტოლობის“ რომელ მხარეს იმყოფებით. თქვენი მისწრაფება გაუგოთ სხვა ადამიანებსაც და დაინახოთ მისი გადმოსახედიდანაც არის თქვენი თვისება, რომელიც ნებისმიერი სირთულის სიტუაციიდან გამოგიყვანთ.

 

კირჩხიბი

თქვენ მომთხოვნი, ეგოცენტურლი ხართ და ხშირად არ შეგიძლიათ თქვენი ღრმა ბნელი ემოციების გაშვება. ამასთან ერთად მთვარის ფაზებიც ცვალებადობასთან ერთად, თქვენი ემოციური ცვლილებები სახიფათოა თუ პატიების ხელოვნებას  ეუფლებით. საჭიროა მსგავს სიატუაციებში თქვენი თავი დააყენოთ მეორე ადამიანის ადგილას და წარმოიდგინოთ რას იგრძნობდით, მას რომ თქვენთვის არ ეპატიებინა.

 

ლომი

ლომები ყველაზე კაშკაშა ნიშნები არიან, ზოგჯერ თვითკმაყოფილები და პომპეზურები თავის მიდგომებში. თქვენ ხშირად გეჩვენებათ რომ გრძნობთ, თქვენი საქციელი და სიტყვები უწყინარია და ეს სხვა ადამიანები იღებენ ყველაფერს ზედმეტად მტკივნეულად და მიაქვთ გულთან ახლოს. თქვენთვის სასარგებლო იქნება თუ კრიტიკას ღიად მიიღებთ და ასე გააგრძელებთ გზას სრულყოფილებისკენ.

 

ქალწული

თქვენთვის პატიების ხელოვნება უფრო ადვილია ვიდრე სხვა რამეები. გაითვალისწინეთ, თქვენი იდეალების და მოლოდინების გამართლება სხვებს უჭირთ. მომთხოვნი ხართ მითუმეტეს თუ ხედავთ მათში პოტენციალს იმისა რომ შეასრულონ ის რაც გსურთ. თქვენთვის მნიშვნელოვანია ინტელექტუალური მოთმინება და ეს აადვილებს ბევრი პრობლემის მოგვარებას პატიებასთან დაკავშირებით. როგორც ძველი ანდაზა გვეუბნება, “პროფილაქტიკა ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე მკურნალობა”.

 

სასწორი

სასწორების სლოგანია „მშვიდობა მსოფლიოში“. თუ მათ არაფერი შეცვალეს შეიძლება ბოდიშიც მოიხადონ ამისთვის. პატიებას დიდი როლი აქვს ურთიერთობებში, მაგრამ არა თვითპატივისცემის დაკარგვის ხარჯზე. სასწორები გაურბიან კონფლიქტს და ამიტომ უფრო თავის თავს შეუქმნიან დისკომფორტს ვიდრე სხვას.ისინი აპატიებენ ადამიანს და მეორე შანსს მისცემენ, ბალანსის და მშვიდობისთვის მსოფლიოში. იპოვოთ ჰარმონია გარესამყაროში მშვიდობასა და თქვენს თავს შორის არის თქვენი ამოცანა.

 

მორიელი

მერვე ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები, ღრმა და იდუმალიები არიან და მათთვის პატიება ყველაზე რთულია. არსებობენ მორიელები რომელნიც მთელი ცხოვრება იმახსოვრებენ წყენებს, წლობით და ათწლეულების განმავლობაში და მათ არ შეუძლიათ პატიება. ეს სირცხვილია, რადგან ვისაც პატიების ძალა აქვს შეუძლია ის, რასაც ვერ შეძლებს წყენის დამმახსოვრებელი. პატიება სხვა ადამიანისთვის არაა, ეს არის სულიერი საჩუქარი თქვენივე თავისთვის. ის ვინც წყენებს ინახავს, ატარებს ტვირთს რომელიც დროთა განმავლობაში უმახინჯებს სულს და შეიძლება ფიზიკურ ავადმყოფობაშიც გადაიზარდოს.თქვენ მორიელებო, რეალურად თქვენს ძალებს მაშინ შეიცნობთ, როდესაც პატიებას ისწავლით.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ნათელი გონების ადამიანები არიან, მათ შეუძლიათ პატიება. მაგრამ ეს არ უნდა იქნეს ბოროტად გამოყენებულიდა განმეოებით აღარ უნდა გაწყენინონ. მართალია გარეგნულად მშვილდოსანი მშვიდი ადამიანია, მაგრამ შესაძლოა ზოგიერთი ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული  შინაგანად ცეცხლს ატარებდეს და არაფერი შეუშლის ხელს რომ მარტივად მიმართოს სხვისკენ და გაანდგუროს. ამ თვისებაზე არ ამახვილებენ ყურადღებას როდესაც ტრადიციულ წიგნს წაიკითხავთ ასტროლოგიაზე, თუმცა ასეა. მშვილდოსნებო თუ შერიგება გსურთ ჯობია ბევრი არ ილაპარაკოთ და თქვენს პლანეტას იუპიტერს მიანდოთ ძალა, რომ  განაწყენებულს ისევ სიყვარული გაუღვივოს  თქვენს მიმართ.

 

თხის რქა

პატიება თქვენთვისაც არაა ყოველთვის ადვილი. ბუნებით ფრთხილი ადამიანი ხართ და ეს ნიშნავს რომ შემთხვევით შემხვედრ ადამიანებთან მეგობრობას ან საქმიან ურთიერთობას არ დაიჭერთ. თუ ესე მოხდა, ეს ალბათ ადრეულ ასაკში, როდესაც არ იყავით ჩამოყალიბებული ურთიერთობებში. როდესაც რამდენჯერმე დაგწვეს, ამის შემდეგ მეტად წინდახედული ხართ და წინასწარ აიცილებთ იმ სიტუაციებს სადაც გამოცდილებით ტკივილი მოგაყენეს. თხის რქები სწავლობენ თავის შეცდომებზე და არ იმეორებენ მათ. პატიება და გაშვება (არ ვსაუბრობ დავიწყებაზე) ეს არის თქვენი ბილეთი შინაგან ნათელ სამყაროში.

 

მერწყული

თქვენ საკმაოდ უცნაურად უმკლავდებით ურთიერთობებს, არატრადიცულად ყოველ შემთხვევაში ნამდვილად. რომ აპატიოთ თქვენ შესაძლოა დრო მოითხოვოთ გასაანალიზებლად და პირობებიც წამოაყენოთ. მერწმუნეთ რომ ეს არ იმოქმედებს. ჭეშმარიტი პატიება არის უპირობო. მარწყულის გონებამ რომ კარაგდ იმუშაოს, მას სჭირდება თავისუფლება ემოციონალურ ცხოვრებაში. თუ ნეგატიური ემოციებით დაიტვირთბით შეაჩნევთ რომ თქვენი კარიერული სვლა უკან დაიწევს და წარმატებებიც შემცირდება. პატიება თქვენთვის აუცილებელია, როგორც რამდენიმეგან უკვე აღინიშნა, აპატიო სხვას ეს არის შენივე თავისთვის გაწეული სამხსახური და არა სხვისთვის.

 

თევზები

ზოდიაქოს მეთორმეტე ნიშნის ქვეშ დაბადებულებო, თქვენ ყველაზე თანამგრძნობი და მორცხვი ხართ თქვენს და–ძმა სხვა ნიშნებს შორის, აპატიოთ ადამიანს უპირობოთ თქვენთვის ადვილია და ეს მშვენიერია.  პატიების უნარი რათმაუნდა ნიჭია და კარგია როცა ის ადამიანს აქვს, მხოლოდ თევზების შემთხვევაში ეს საკუთარი თავის მსხვერპლად შეწირვად არ უნდა გადაიქცეს. ნურასოდეს აპატიებთ ადამიანს ორჯერ ზედიზედ ჩადენილ საქციელს. ეს უპირობო პატიება კი არა, უბრალოდ სიბრიყვეა. იცოდეთ როდის აპატიოთ და როდის არა, არის თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულთა ამოსახსნელი საიდუმლო.

წყარო: astroblog.ge