ორი უახლესი მუსიკალური ქორწილი

87

ჰეილი უილიამსი და ჩედ გილბერტი ერთმანეთს 2008 წლიდან ხვდებოდნენ და ორი წლის წინ დაინიშნენ. ქორწილი ვიწრო წრეში, უახლოესი მეგობრების გარემოცვაში ნეშვილში აღნიშნეს. 27 წლის ,,პარამორის“ სოლისტი ჰეილი და 34 წლის ახალბედა გიტარისტი განსაკუთრებულად არ მომზადებულან და უბრალო წვეულება არჩიეს, თუმცა ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ.

rs_634x1024-160221093844-634.hayley-williams-chad-gilbert.cm.22116

 

36 წლის R&B მომღერალი ნე-იო რვა თვის ორსულ საცოლეზე-კრისტალ რენიზე დაქორწინდა. ისინი პირველ შვილს ელოდებიან. ,,ერთი სული გვაქვს, ერთად ცხოვრებას როდის დავიწყებთ. იმედი გვაქვს, რომ ერთმანეთის საუკეთესო მეგობრები ვიქნებით“- განაცხადა მომღერალმა. საქორწინო სამზადისი კრისტალმა მთლიანად თავის თავზე აიღო და ნე-იოს მასში ჩარევა არც უფიქრია.

rs_634x1024-160221140715-634.ne-yo-wedding.cm.22116

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ