ორზე მეტი: პოლიამორიის გარშემო არსებული მითების და ფაქტების შესახებ

451

ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც მონოგამია ნორმად ითვლება.

ჩვენ გვასწავლიან, რომ უნდა მოგვწონდეს და ვეძიებდეთ მხოლოდ ერთს – ჩვენს “მეორე ნახევარს”. იმას, ვინც თავს სრულყოფილად და ბედნიერად გვაგრძნობინებს და როდესაც ამ ერთ ადამიანს ვიპოვით, სხვისადმი გრძნობები აღარ უნდა გვქონდეს.

ეს იმ ტიპის ნააზრევია, რომელსაც დინ სპეიდი “რომანტიკის მითს” ეძახის – ჰეტეროსექსუალური მონოგამიური ურთიერთობა, რომელსაც ყველა ქალი ბუნებრივად უნდა ელტვოდეს.

რადგან ჩვენ ვსოციალიზდებით ისეთ საზოგადოებაში, რომელიც გვასწავლის, რომ მონოგამია სწორი და ბუნებრივია, ის ხშირად ადამიანების არაცნობიერ არჩევანს, არამედ ურთიერთობების ფორმის  მიღებულ ნორმას წარმოადგენს.

თუმცა, რამდენადაც უამრავი ადამიანი გამოწვევის წინაშე აყენებს სტრუქტურულ და კულტურულ ჰეტერონორმატიულობას, ასევე ბევრი ადამიანი ეჭვის თვალით უყურებს მონოგამიის ბუნებრივობას და იწყებს გახსნას და პოლიამორული ურთიერთობების გამოკვლევას.

როგორც მას ხშირად აღწერენ – “ორმხრივი შეთანმხების საფუძვლის მქონე პასუხისმგებლობებით აღსავსე არა-მონოგამია”, პოლიამორია შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანის ურთიერთობების სახელი, რომელიც სხვადასხვა ადამიანთან თანხმობის და კომუნიკაციის საფუძველზე აწყობს ურთიერთობებს. (ანუ, პარტნიორების ღალატი და მოტყუება პოლიამორიად არ ითვლება!)

ეს განსაზღვრებები ფართოა და პოლიამორული ურთიერთობებს სხვადასხვა ზომები და ფორმები აქვთ.

ზოგ ადამიანს ერთი ძირითადი პარტნიორი ჰყავს და სხვებთან სხვადასხვა ტიპის ურთერთობებში ერთვება (სექსუალურ, რომანტიულ თუ სხვა). ზოგს კი რამდენმე თანაბარი ურთიერთობა ერთდროულად აქვს. ზოგი სამ ან ოთხ ადამიანიან ურთიერთობებში იმყოფება.

ურთიერთობების ორგანიზების უთვალავი გზა არსებობს. ასევე, უთვალავია მათ შესახებ მითები.

მითები

მითი #1: სწორი პარტნიორის შემთხვევაში, შენ მხოლოდ ერთი ადამიანი გჭირდება.

ეს მითი შეიძლება ასეც ჟღერდეს: პოლიამორული ურთიერთობები ნამდვილი ურთიერთობები არ არის.

ფილმები, მუსიკა, ჩვენი მშობლები, მეგობრები და ქორწინების შესახებ არსებული კანონები გვასწავლიან თუ რა სახის ურთიერთობა უნდა გვქონდეს და როგორ გამოიყურება ნამდვილი ურთიერთობა – ორი ადამიანი (ძირითადად ჰეტეროსექსუალური), მონოგამიური.

იდეა ისაა, რომ თუ იპოვი სწორ პარტნიორს, იგი ისე შეგავსებს, რომ სხვა არავინ აღარ დაგჭირდება.

ასე გამოიყურება ნამდვილი სიყვარული – ამბობენ ისინი. თუ შენი სურვილები ამ იდეალს არ ერგება, მაშინ რაღაც გჭირს.

თუმცა, არსებობს კი რამე ცუდი იმაში, რომ არ პოულობ ისეთ ერთ ადამიანს, რომელიც შენ მთლიანად შეგავსებს. შესაძლოა კი, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის მეშვეობით მოვახერხოთ ჩვენი ყველა ემოციური და ფიზიკური საჭიროების დაკმაყოფილება? სამართლიანია ვინემსგან ამის მოთხოვნა?

ასეთი არაგონივრულად მაღალი მოლოდინების ვინმესთვის დაყენება ხშირად ურთიერთობებს ასრულებს. როდესაც ჩვენ ვგრძნობთ, რომ რაღაც გვაკლია, შესაძლოა ამ დროს მოვემართოთ იმ ადამიანის პოვნისთვის, რომელიც ყველა ჩვენ მოლოდინს და სურვილს დააკამყოფილებს და შეიძლება ამ პროცესის კიდევ ბევჯერ გავლა დაგვჭირდეს, თავიდან და თავიდან.

როდესაც უამრავი ადამიანი ოჯახისა და მეგობრების მხარდამჭერი ქსელის შექმნით ცდილობს ამ ზეწოლასათან გამკლავებას, უამრავი ადამიანი ამ მოლოდინისგან შვებას პოლიამორიაში პოულობს – არა უბრალოდ იმით, რომ ერთ ადამიანში იპოვოს ყველაფერი, არამედ იმ მოლოდინისგან, რომ ყველაფერი მისი პარტნიორისათვის იყოს.

შეუძლებელია იყო ყველაფერი შენი პარტნიორისთვის და ეს არ არის ტრაგედია. არ ხარ ვალდებული იყო ყველაფერი შენი პარტნიორისათვის.

სხვა უამრავ ადამიანთან ერთად მე მივხვდი, რომ როდესაც ეს ზეწოლა იხსნება, რჩება მეტი ადგილი იმისათვის, რომ უბრალოდ ვიყო მე.

მითი #2: პოლიამორია ნიშნავს, რომ შენ შენი პარტნიორ(ებ)ი ნაკლებად გიყვარს.

მრავალი პოლიამორული ადამიანი ებრძვის იმ კულტურულ მითს, თითქოს სექსუალური და/ან ემოციური ლტოლვის ქონა ერთზე მეტი ადამიანისადმი ნიშნავს, რომ შენ შენი პარტნიორი არ გიყვარს. ეს არ არის სწორი და ეს დასკვნა უამრავ ადამიანს ბედნიერების ტოლფასად უჯდება.

რა თქმა უნდა, შენ ყოფილხარ ამ სიტუაციაში: შენი მოგწონს ვინმე და შენი პარტნიორი ამას ხედავს. მათ ეს სტკივათ, რადგან ფიქრობენ, რომ შენ იგი არ გიყვარს.

თუმცა ხშირად ამას არაფერი საერთო არ აქვს შენ პარტნიორთან, ან შენს გრძნობებთან ამ პარტნიორისადმი.

ვინმეს სიყვარული არ ნიშნავს, რომ შენ სხვა ადამიანი არ შეიძლება გიყვარდეს ან მოგწონდეს.

ჩვენი მონოგამიური კულტურა დაფუძნებულია იმ დასკვნაზე, რომ არსებობს სიყვარულის შეზღუდული ოდენობა; რომ არ არსებობს საკამარისი სიყვარული, რომ ყველას ეყოს.

დაფიქრდით, თუ რამდენად არ არის ეს მართალი ჩვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრებისადმი.

რამე თუ არსებობს, ეს სიყვარულის სიუხვეა და იგი შეიძლება გამრავლდეს კიდეც. ზოგჯერ, რაც უფრო მეტი ადამიანია შენს გარშემო, რომელსაც უყვარხარ და რომელიც შენ გიყვარს, კიდევ უფრო მეტი სიყვარული გაქვს სხვებისათვის გასაზიარებლად.

მითი #3: პოლიამორია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებსაც უბრალოდ “სხვებთან სექსი უნდათ” ყოველგვარი მიჯაჭვულობის და ინტიმურობის გარეშე.

პოლი ადამიანები ხარბები და ეგოისტები არიან – ზოგი ამბობს. მათ უსასრულო რაოდენობის სექსი უნდათ და რეალური ინტიმურობის თავიდან აცილება.

მაშინ, როდესაც ეს შეიძლება ბევრი ადამიანისთვის მართალი იყოს (როგორც პოლი, ასევე მონოგამიური ადამიანებისთვის), პოლიამორული ადამიანები ხშირად ძალიან ახლო, ინტიმურ და მიჯაჭვულ ურთიერთობებში ერთვებიან.

პოლიამორია დიდი დოზით ნდობას მოითხოვს.

ნდობა, რომ შენი პარტნიორი გაგიზიარებს ინფორმაციას თავისი ურთიერთობების შესახებ. ნდობა, რომ შენი პარტნიორი გაითვალისწინებს და პატივს სცემს შენს გრძნობებს და საჭიროებებს.

პოლიამორია ასევე ეფუძნება მკაფიო საზღვრების შედგენას.

შენი ურთიერთობისთვის პოლიამორულის დარქმევა არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც შენს პარტნიორს უნდა, მისაღები უნდა იყოს. შენ ადგენ საზღვრებს, რა არის და რა არა მისაღები.

მოლაპარაკება იმაზე, თუ როგორ გინდა შენი ურთიერთობები გამოიყურებოდეს და რა საჭიროებები გაქვს, პოლიამორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და შესაძლოა, მან პარტნიორთან თქვენი კავშირი კიდევ უფრო გააძლიეროს.

სამწუხაროდ, მორალისტური გაკიცხვა პოლიამორიისადმი კულტურული დამოკიდებულების ერთ-ერთი ნაწილია.

იდეას, რომ შენ მხოლოდ ერთ ადამიანთან უნდა გინდოდეს სექსუალური ურთიერთობები, უამრავი წყენა და სირცხვილი მოუტანია ჩვენი სურვილებისადმი.

პოლიამორული ურთიერთობის ქონა ხშირად ნიშნავს ერთზე მეტ ადამიანთან სექსუალურ კავშირს და როდესაც ასეა, ასეთი ურთიერთობა აფასებს კომუნიკაციას და ურთიერთთანხმობას ემოციური და სექსუალური სურვილების შესახებ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზღვრების პატივისცემა.

მითი #4: პოლიამორია იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც არ არიან ეჭვიანები.

პოლიამორულ ურთიერთობებში მყოფი ადამიანები განიცდიან ეჭვიანობას, ზოგჯერ საკმაოდ ხშირად. თუმცა, ეჭვიანობის გრძნობების თავიდან აცილების მაგივრად, პოლიამორული ადამიანები (ისევე როგორც ყველა ჯანსაღ ურთიერთობაში მყოფი ადამიანი) წინასწარვე მოტივირებული არიან საკუთარი ეჭვიანობის დასაძლევად.

მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ეჭვიანობა ნორმალური მოვლენაა. არაფერი არ არის ამაში სამარცხვინო. ის უბრალოდ, გრძნობაა.

მნიშვნელოვანია ის, თუ რას ვუზამთ ამ გრძნობას და როგორ გავიაზრებთ და გავუმკლავდებით მას.

არსებობს მასთან გამკლავების უამრავი სტრატეგია. ზოგი სტრატეგია ეჭვიანობის დავიწყებასაც უწყობს ხელს. ეს სტრატეგიები ცხოვრების სხვადასხვა სფეროზეც შეიძლება განვავრცოთ.

ეჭვიანობის გრძნობებთან ამ გზით გამკლავებამ შეიძლება ჩვენ გაგვაძლიეროს, გააძლიეროს ჩვენი საფუძვლები, შინაგანი უსაფრთხოება და ურთიერთობები.

მითი #5: პოლიამორია განათლებული ხალხისთვისაა.

რამდენადაც არსებობს უამრავი სტერეოტიპი პოლიამორული ადამიანებისადმი, ასევე შეიძლება არსებობდეს მისი რომანტიზაცია, რაც პოლიამორიის, როგორც განვითარებული ცხოვრების სტილის ნაწილის დანახვაში გამოიხატება.

სინამდვილეში პოლიამორული ადამიანები სრულყოფილები არ არიან. პოლიამორული ადამიანები ერთმანეთს გულს ტეკენენ ისევე, როგორც მონოგამიური ადამიანები. პოლი ურთიერთობებიც ისევე ინგრევა, როგორც მონოგამიური ურთიერთობები.

პოლიამორია უამრავი რაღაცის გადაჩვევასა და სიყვარულისადმი ჩვენი კულტურული დამოკიდებულელების გამოწვევის წინაშე დაყენებას გულისხმობს.

ფაქტები

ფაქტი #1: შენ უკვე სრულყოფილი ხარ.

უმეტესად, მონოგამიის კულტურული გაგება ეფუძნება იმ დასკვნას, რომ შენ თავად არ ხარ საკმარისი და ვიღაც სხვა, “მეორე ნახევარი” გჭირდება შესავსებად.

არ არის აუცილებელი ამ მეორე ნახევრის ძებნა.

შენ უკვე სრულყოფილი ხარ.

პოლიამორიაში ჩართვა მოიცავს საკუთარი თავის სრულყოფილად დანახვას და ღიაობას.

ფაქტი #2: ყველა შენი ურთიერთობის დაფასება.

ხშირად გიპოვიათ თქვენი თავი პოზიციაში, როდესაც თქვენს მეგობრებთან კავშირს კარგავთ ახალი ურთიერთობის დაწყებასთან ერთად?

ან შეიძლება ეს თქვენს მეგობრებს შორის გაქვთ შემჩნეული – ისინი იწყებენ ვინმესთან ურთიერთობას და თქვენ მათ ვეღარ ხედავთ, ან როდესაც ხედავთ, ისინი ყოველთვის პარტნიორთან ერთად არიან.

ჩვენ გვასწავლიან, ჩვენი რომანტიკული ურთიერთობების ყველა სხვა ურთიერთობებთან შედარებით პრიორიტიზებას.არსებობს მკაფიო განსხვავება ამ ორს შორის.

ზოგჯერ მონოგამია ადამიანებს კეტავს იმ პარამეტრების გამო, რომლებიც განსაზღვრავენ ურთიერთობებს. ურთიერთობები, რომლებიც არ არიან რომანტიკულები, მიჩნეულნი არიან როგორც “ნაკლები ვიდრე”.

პალიამორიაში, ახალი ურთიერთობის განსხვავება შეიძლება ბუნდოვანი და ნაკლებად განსაზღვრული იყოს, რაც თავისთავად მეტ სივრცეს ტოვებს მეგობრებზე ზრუნვისათვის.

კიდევ ერთი საკითხი რომელზეც პოლიამორია მოქმედებს, არის ის, თუ როგორ აღვიქვამთ დროს.

მონოგამიაში, რადგან სექსი საზიაროა მხოლოდ ერთ ადამიანთან, იგი ხდება ერთგვარი ვალუტა. სექსი არის ის, რისი მეშვეობითაც გამოვხატავთ ღირებულებას და რისი მეშვეობითაც ვახდენთ ერთი ურთიერთობის სხვა დანარჩენისგან გამორჩევას.

პოლიამორიაში, რადგან სექსით შესაძლოა მრავალ ადამიანთან ვკავდებოდეთ, ურთიერთობის გამორჩევის და ღირებულების ჩვენების საშუალება  ხდება დრო.

რაც მეტ დროს ვატარებთ ადამიანთან, მით მეტ ღირებულებას ვაჩვენებთ და ვანიჭებთ ამ ურთიერთობას.

პლატონურ ურთიერთობებშიც არის დროის ფაქტორი და რადგან პოლი ადამიანებს შესაძლოა მისი გადანაწილების სხვა შეხედულებები ჰქონდეთ, ისინი ხშირად ხვდებიან, რომ ღირებულების და სიყვარულის გაზიარება მეგობრებთან და შეყვარებულებთან საჭიროა.

ფაქტი #3: სხვა ადამიანები შენი კონკურენტები არ არიან.

როდესაც სიყვარულს როგორც შეზღუდული ოდენობის მოვლენას აღიქვამთ, ხშირად იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენი ურთიერთობის გარეთ დაგანან, ვხედავთ, როგორც ჩვენს კონკურენტებს. ხშირად ეს ადამიანები ჩვენივე გენდერის არიან. განსაკუთრებით ქალებს, ჩვენი კულტურის მიერ ნაკარნახები აქვთ სხვა ქალების კონკურენტებად დანახვა.

სხვების ასე დანახვა არ არის აუცილებელი.

პოლიამორიაში იდეალურად არსებობს აზროვნების ამ ფორმისგან თავისუფლება, რაც ასევე შეიძლება გამათავისუფლებელი იყოს.

შესაძლოა, ამის გაკეთება რთული იყოს, განსაკუთრებით დასაწყისში. თუმცა, როდესაც ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ იმ პოროვნებების ჰუმანიზაცია მოვახდინოთ, რომლებისადმიც ჩვენს პარტნიორს ინტერესი გააჩნია; დავინახოთ ისინი, როგორც მოკავშირეები და არა მტრები, მაშინ მესაკუთრის პოზიციიდან გამოვალთ და დავიწყებთ ჩვენს გარშემო ადამიანების სხვანაირად დანახვას.

საკუთარი გენდერის მქონე პირების პოტენციურ მტრებად დანახვა ასევე პოლიტკურად მავნებლურია.

ქალებს შორის კონკურენცია, რომელიც პატრიარქალური კულტურითაა განპირობებული, გენდერული თანასწორობისათვის ჩვენი ბრძოლისათვის  გადამწყვეტია.

როდესაც ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რომ გავათავისუფლოთ ჩვენი თავები და სხვები ქალური კონკურენციული დამოკიდებულებებისგან, ამ დროს ჩვენ ვმუშაობთ ფემინისტური მოძრაობის გაძლიერებისათვის.

ფაქტი #4: შენ გაქვს არჩევანის თავისუფლება.

არავინ უნდა იგრძნოს თავი პოლიამორულ ურთიერთობებში ჩათრეულად მისი პარტნიორის ან სხვა პირების მიერ.არჩევანი ყოველთვის უნდა იყოს მთლიანად შენი.

სამწუხაროდ, ჩვენს ცხოვრებაში არ გვაქვს მაგალითები, რომელთა დახმარებითაც შევძლებდით ნდობაზე დაფუძნებულ ღია პოლიამორული ურთიერთობების აწყობას. შესაბამისად, იმის გადაწყვეტას, თუ როგორ გვინდა ჩვენი ურთიერთობები გამოიყურებოდნენ, შეიძლება დრო დასჭირდეს.

ეს ის შეკითხვებია, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ: რეალურად რა გინდათ ამ ურთიერთობისგან? რას აფასებთ სხვებთან კავშირში? რა სახის ურთიერთობას მისცემთ აღმოცენების საშუალებას?

ის, რაც შენ გჭირდება ან გსურს, შეიძლება დროთა განავლობაში შეიცვალოს კონტექსტისა და გამოცდილებების მიხედვით.

მნიშვნელოვანია ახალი გამოცდილებებისადმი ღიაობა, იმის შესაძლებლობა, რომ გაიზარდოთ სხვებთან ერთად, თქვენს თავთან და ის, რომ ახალი რაღაცების შესასწავლად თავი გაძლიერებულად იგრძნოთ.

წყარო