მხოლოდ საქართველოში…

179

მხოლოდ საქართველოში ერთი სული აქვს ყველას ქვეყნიდან გაიქცეს,

მხოლოდ საქართველოში ყოველ მეორეს აიფონი და ჯიბეში ერთი ლარი აქვს,

მხოლოდ საქართველოში ნაკურთხი აიფონებით ცდილობენ პიარის გაკეთებას,

მხოლოდ საქართველოში X5-ით ტაქსაობენ,

მხოლოდ  საქართველოში ტაქსისტებს ორი დიპლომი აქვთ,

მხოლოდ საქართველოში ასწლოვან ხეებს თხრიან და სხვაგან რგავენ,

მხოლოდ საქართველოში გოგო რომ ეწევა – ბოზია და ქორწილამდე უსექსობით რომ „იტანჯება“ – პატიოსანი,

მხოლოდ საქართველოში სექსუალურმა რევოლუციამ ვერ შემოაღწია,

მხოლოდ საქართველოში ტრანსგენდერობა ამორალურია და  ცოლიანი კაცის „ქალებში გულაობა“ ჩვეულებრივი ამბავი,

მხოლოდ საქართველოში ნახევარ-განაკვეთიანი სამსახური არ არსებობს,

მხოლოდ საქართველოში პოლიეთილენის პარკი სახეში „გაფრინდება“ და ავტობუსის ბილეთს სანაგვედან ნახევარ მეტრში ძირს ყრიან,

მხოლოდ საქართველოში ფეისბუქის დამაარსებელი ყველამ იცის და მიხეილ და ივანე ჯავახიშვილი ერთმანეთისგან ვერ გაურჩევიათ,

მხოლოდ საქართველოში ერუდირებულობა უცხოური სიტყვებით საუბარი გონიათ,

მხოლოდ საქართველოში ლექტორებს ლექციების ჩასატარებლად არ სცალიათ,

მხოლოდ საქართველოში თავი „ძერსკი“ გონიათ და მისი მნიშვნელობა არც კი იციან,

მხოლოდ საქართველოში ჟურნალისტობა „ძაღლური პროფესიაა“,

მხოლოდ საქართველოში ოფიციანტი მომსახურებას გამადლის,

მხოლოდ საქართველოში პანდუსი 100-დან ერთ ადგილას არის,

მხოლოდ საქართველოში ქუჩაში მცხოვრები ბავშვი არც ისე დიდი ტრაგედიაა,

მხოლოდ საქართველოში დიპლომი გასათხოვებლად სჭირდებათ,

მხოლოდ საქართველოში ფანატიკოსი მორწმუნე ან ფანატიკოსი ათეისტი არსებობს,

მხოლოდ საქართველოში ამაყობენ დიადი წარსულით და აწმყოში საამაყო ბევრ არაფერი გვაქვს,

მხოლოდ საქართველოში თავი ტოლერანტი გონიათ, მეუღლედ მხოლოდ ქართველი უნდათ და შოვინიზმით არის ხალხი გაჟღენთილი,

მხოლოდ საქართველოში გარეთ „ძველი“ ბიჭები სახლში დედიკოს ბიჭები არიან,

მხოლოდ საქართველოში პლანის მომხმარებელი ნარკომანია, სასმლის ხშირი მომხმარებელი საამაყო მოქეიფე,

მხოლოდ საქართველოში ქელეხის სუფრას ჩიტის რძე არ უნდა აკლდეს,

მხოლოდ საქართველოში მძღოლები საგზაო ნიშნებს ყურადღებას არ აქცევენ,

მხოლოდ საქართველოში დედები შვილებს ცოლებს ურჩევენ,

მხოლოდ საქართველოში ნაადრევი ქორწინება უსექსობითაა გამოწვეული,

მხოლოდ საქართველოში წესიერი გოგო კლუბში არ დადის,

მხოლოდ საქართველოში ამერიკა და ჰომოსექსუალიზმი ერთმანეთთან ასოცირდება,

მხოლოდ საქართველოში ყოველი ახალი ხელისუფლება წინაზე უარესია,

მხოლოდ საქართველოში ობიექტური ტელევიზია არ არსებობს,

მხოლოდ საქართველოში მთლიანი მედია თითქმის „გაყვითლდა“,

მხოლოდ საქართველოში ვერა და ვერ ისწავლეს ჟურნალისტური ეთიკის დაცვა,

მხოლოდ საქართველოში ნეპოტიზმითაა ხალხი დაავადებული (ისე ვერც წარმოუდგენიათ),

მხოლოდ საქართველოში ხალხი მარტო ღვთის იმედადაა და ხელი რომ უნდა გაანძრიონ და ეშველებათ, ეგ კი აღარ ახსოვთ,

მხოლოდ საქართველოში გვაქვს ზღაპრული ბუნება და მაინც ყველას ევროპის ქვეყნების ნახვა უნდა,

მხოლოდ საქართველოში ფემინისტობა დასაცინია.

მხოლოდ საქართველოში ქართველები ყველაზე მაგარი ხალხი ვართ…

 

გვანცა სილიკაშვილი