მსოფლიოს 2 ყველაზე ცნობილი წყვილის შოკისმომგვრელი დაშორება

127
ყველაფერი კარგი ადრე თუ გვიან მთავრდება. ყველას გულწრფელად გვჯეროდა, რომ ეს ვარსკვლავური წყვილები არასოდეს დაშორდებოდნენ. ისინი ხომ მაგალითები იყვნენ მილიონობით შეყვარებულისთვის.

5c5d89f45268ef085f5109df4d99201d

მათი სტაბილური ურთიერთობა კი გვაჯერებდა, რომ მარადიული სიყვარული არსებობს . მოკლედ, ასეა თუ ეს ერთ დროს სამაგალიტო წყვილები შორდებიან …

17-წლიანი ქორწინება, 4 შვილი, იდეალური ოჯახის იმიჯი – და რეკორდული საერთო ქონება – მილიარდი დოლარი, რომელსაც წყვილი ოფიციალურად დაშორების შემდეგ გაინაწილებს.

 

როგორც ბრიტანული პრესა წერს, ბექჰემები ერთად აღარ ცხოვრობენ. ცოლი ლონდონში დარჩა, ქმარი კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად. ვიქტორია, რომელმაც ყველაფერი, რაც კი ქმრის გვარს უკავშირდებოდა, ბრენდაც აქცია, აქამდე პრობლემებთან გამკლავებასაც ახერხებდა. მან ღირსეულად გადაიტანა ქმრის ყველა ღალატი, ამ თემაზე დიზაინერი საზოგადოებასთან კომენტარს არასოდეს აკეთებდა, დაშორების მაგივრად კი დევიდი ყველაზე გემოვნებიან კაცად აქცია და მას უზარმაზარი ქონების დაგროვებაში დაეხმარა.

 

თუმცა, ყველაფერს აქვს დასასრული – ვიქტორია ბექჰემის მოთმინებასაც კი… რომელმაც უკვე დაკარგა კონტროლი სიტუაციაზე. ამბობენ, დევიდი ისევ დაუბრუნდა ცხოვრების ძველ სტილს, ვიქტორიამ კი გადაწყვიტა, რომ თავის მოჩვენებას აზრი აღარ აქვს. წყვილის ადვოკატები უკვე ამზადებენ დოკუმენტებს ოფიციალური განქორწინებისთვის.

pitijolie

ამერიკის ყველაზე ლამაზი წყვილის ისტორია, რომელიც 10 წლის წინ ჰოლივუდის მთავარ სენსაციად იქცა, არც თუ ისე ლამაზად მთავრდება, როგორც დაიწყო.2006 წელს, “მისტერ და მისის სმიტების” გადაღებისას გაჩენილი ვნება ბრედ პიტის პირველი ოჯახის დანგრევის მიზეზი გახდა, ის ძალიან მტკივნეულად დაშორდა ჯენიფერ ენისტონს და ჯოლისთან დაიწყო ურთიერთობა. წყვილს მალე შეეძინა პირველი ბიოლოგიური შვილი, რამდენიმე წლის შემდეგ კი ტყუპიც. მთლიანობაში პიტები 6 შვილის მშობლები არიან, აქედან 3 აყვანილი ჰყავთ.

 

მთელი მსოფლიო შეჰხაროდა მათ, შორიდან ხომ ყველაფერი ლამაზად ჩანს და ჩვენც გვჯეროდა, რომ მათ ოჯახში სიმშვიდე, სიყვარული და ჰარმონია სუფევდა. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც შევცდით. ოჯახში მთავარი ანჯელინა აღმოჩნდა, ბრედი ფაქტიურად აღარ იყო ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პრიოცესში, რამაც მასზე ცუდად იმოქმედა.

ამდენმა კამათმა და პრეტენზიებმა ხელი შეუწყო ჭორების გავრცელებას, თავიდან ყველას ეგონა, რომ ჯოლი არ იყო მეუღლის ერთგული, თუმცა ბოლო პერიოდია აქტიურად ლაპრაკობენ ბრედის ღალატზე.

 

გასულ წელს ის კინომსახიობთა გილდიის დაჯილდოებაზე გვერდიდან არ სცდილდებოდა Lupita Nyong’o -ს , მის გამარჯვებას კი ისეთი ოვაციებით შეხვდა, რომ ჭორებმა მათი რომანის შესახებ ანჯელინასაც კი ააღელვა. ცერემონია ჯოლიმ გაბრაზებულმა დატოვა. ამბობენ, დღეს ის უკვე ურთიერთობის გადარჩენას ცდილობს, თუმცა პიტი კატეგორიულად წინააღმდეგია და რაც შეიძლება მალე სურს, ამ ყველაფერს წერტილი დაუსვას.

წყარო