მსოფლიოს ყველაზე მორიდებული და მოკრძალებული პრეზიდენტი

88

ურუგვაის პრეზიდენტი ხოსე მუხიკა ოფიციალურ ღონისძიებაზე შიშველი ფეხებითა და სანდლებით მივიდა. სახელმწიფოს ლიდერის ჩაცმულობას სოციალურ ქსელებსა და ადგილობრივ პრესაში აქტიურად განიხილავენ.  იმ დროს, როცა მთავრობის წევრები ოფიციალურ ღონისძიებაზე კოსტუმებითა და ჰალსტუხებით მივიდნენ, მუხიკამ ჩვეულებრივი პერანგისა და აკეცილი შარვლის ჩაცმა არჩია.  ფოტოგრაფების ყურადღება ურუგვაის 78 წლის ლიდერის გაყვითლებულმა გრძელმა ფრჩხილებმაც მიიპყრო.  მუხიკას არ განუმარტავს, რატომ გადაწყვიტა ასე ჩაცმა. მაგრამ El Comercio-ს ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ურუგვაისა და მეზობელ ქვეყნებში ძალიან ცხელა. დღისით ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსამდე თბება.  ხოსე მუხიკა ურუგვაის პრეზიდენტი 2010 წლის მარტიდან არის. მას მოკრძალებული ცხოვრების წესის გამო მსოფლიოში ყველაზე ღარიბ პრეზიდენტს ეძახიან. ხელფასის თითქმის 90%-ს მუხიკა ქველმოქმედებისთვის წირავს, ხოლო თავად თვეში 1200 დოლარად ცხოვრობს. პრეზიდენტი 1987 წელს გამოშვებული ავტომობილით – Volkswagen Beetle-ით დადის.  წყარო