მოგზაურობა თქვენი ინტერესების მიხედვით

283

თუ მოგზაურობის შემდეგ იმედგაცრუებული დარჩით, რადგან ნანახმა თქვენზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, დროა საკუთარი ინტერესების მიხედვით განსაზღვროთ, სად წახვიდეთ. მსოფლიოს ღირსშესანიშნაობების დაყოფა რამდენიმე კატეგორიად შეიძლება:

  • წარსულში დაბრუნება. თუ გიზიდავთ სიძველეები და ანტიკური დროის ქალაქები, თქვენ დაგაინტერესებთ:
  1. პომპეი, ძველი რომაული ქალაქი, რომელიც ვულკანი ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად განადგურდა 74 წელს. საუკუნეების მანძილზე პომპეი ფერფლით იყო დაფარული, იგი 1748 წელს აღმოაჩინეს. დღეს შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

these-pictures-will-make-you-want-to-visit-pompeii-which-was-covered-under-a-layer-of-volcanic-ash-thousands-of-years-ago2. ტიკალი, მაიას ტომის უძველესი ქალაქი, I-IX საუკუნეებში უმნიშვნელოვანესი ცენტრი. მაიას ენაზე ტიკალი ნიშნავს ,,ადგილს, სადაც სულების ხმა გესმის“. მდებარეობს გვატემალაში.

tikal_06

3. პეტრა, იორდანია. პეტრა ქვაში ნაკვეთი ქალაქია და თავად სახელიც ამაზე მიუთითებს. აქ სავაჭრო გზა გადიოდა და პეტრა ყოველთვის გამოირჩეოდა სიმდიდრით. ქალაქში შეხვდებით ანტიკურ თეატრს და უდუმეელების ეპოქის შენობებს.

petra-05

4. მესა-ვერდე ინდიელთა უძველესი ტომის- პუებლოს საცხოვრებელი ადგილი იყო VI—XIIIსაუკუნეებში. დღეს მესა-ვერდეს ნაციონალური პარკი არსებობს, რომელსაც წელიწადში 700000ტურისტი სტუმრობს. დაცულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში

mesa-verde-1

  • თუ არქიტექტურული საოცრებები და მშენებლობის ტექნიკა გიზიდავთ, შემდეგ ადგილებს უნდა ესტუმროთ:
  1. გიზას პირამიდა. ხეოფსის, იგივე გიზას პირამიდა მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთერთია. მისი მშენებლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 26-ე საუკუნეში დაიწყო.

Kheops-Pyramid

2. ტაჯ-მაჰალი -იგივე ,,სასახლე გვირგვინი“ , მარმარილოს მავზოლეუმი, მე-17 საუკუნეში ააგეს ინდოეთში. მოგოლთა იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანმა იგი თავისი საყვარელი მეუღლისთვის ააშენებინა.

Taj_Mahal_in_March_2004

3. ჩინეთის დიდი კედელი – უდიდესი სამხედრო ნაგებობა, რომლის მშენებლობა ძველი წელთაღრიცხვით III საუკუნეში, იმპერატორ ცინ შიხუანდის დროს დაიწყო. დაქირავებული იყო ორ მილიონამდე მუშა, მშენებლობა მიმდინარეობდა ათი წელი. კედელი პერიოდულად ინგრეოდადა შეძლებისდაგვარად აწესრიგებდნენ. დღესაც, გარდა იმ ადგილებისა, რომლებიც ტურიატულ ზონაშია, დიდი ნაწილი დაზიანებული და დანგრეულია.

Great-wall-of-china

4. აღდგომის კუნძული- ჩილეში ჰოლანდიელმა მკვლევარმა 1722 წელს, აღდგომის დღეს აღმოაჩინა და ასეც უწოდა. ესპანურად მას იცნობენ, როგორც ,,ისლა დე პასკუა“. იგი ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული კუნძულია, მოსახლეობა 100 ადამიანი. თარიღდება 300-1200 წლებით.

Mandatory Credit: Photo by Robert Harding/REX Shutterstock (4143206a).. Moai sculptures in various stages of completion at Rano Raraku, the quarry site for all moai on Easter Island, Rapa Nui National Park, UNESCO World Heritage Site, Easter Island (Isla de Pascua), Chile.. VARIOUS.. ..

 

 

  • განსხვავებული ხედვის მოყვარულებს დააინტერესებთ:
  1. ლუვრი. მე-12 საუკუნის ყოფილი სამეფო სასახლე, ააგო მეფე ფილიპე ავგუსტმა. თავდაპირველად, იგი ციხესიმაგრის ფუნქციას ასრულებდა, მე-14 საუკუნის ბოლოს კი მეფის რეზიდენციად იქცა.

the-louvre-16

2. კიოტოს ქვების ბაღი- ,,კარესანსუი“-  იაპონია. იაპონური ბაღის შთაგონების ქყარო მთები და მთაგრეხილებია, ძველ დროში იაპონელებს სწამდათ, რომ მთებით გარშემორტყმული ადგილი ღმერთებითაა დასახლებული. რადგან კიოტოში ძალიან ცხელა, სახლებს შორის და სასახლის ბაღებში ხელოვნური ნაკადულები გაიყვენეს.

10921366086600

3. უფიზის გალერეა- ვენეცია. აქ დაცულია მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ,,ვენერას დაბადება“. გალერეა მე-16 საუკუნით თარიღდება და აგებულია მედიჩების მიერ.

Uffizi3

4. Fallongwater – ეს არის სახლი პენსილვანიაში, რომელიც ჩანჩქერზეა აგებული. დაპროექტებულია  ცნობილი ამერიკელმი არქიტექტორის, ფრენკ ლოიდ ვრაითის მიერ კაუფმანების ოჯახისთვის 1936-39 წლებში.

TM400ss

  • ღმერთისთვის მიძღვნილი სასახლეები:
  1. ანანდას ტაძარი- ბაგანი. ანანდა ერთ-ერთი გამორჩეული ბუდისტური ტაძარია იგი 1091 წელს აიგო.

Ananda_Temple

  1. პართენონი- ქალღმერთ ათენას სახელობის ტაძარი, ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში აიგო და ყველაზე ცნობილი ზველ-ბერძნული ნაგებობაა.

parth_iStock_000021610339Large

 

  1. ანგკორ-ვატი- ინდუისტური ტაძარი კამბოჯაში, აგებულია ღმერთ ვიშნუს სახელზე 1112-1152 წლებში. აქვეა დაკრძალული იმდროინდელი მმართველი, სურიავარმან მეორე. კოშკების სილუეტი გამოსახულია კამბოჯის ეროვნულ გერბზე. ტაძარი მე-15 საუკუნიდან აღარ მოქმედებს.

 

Angkor-Wat-1

 

  1. საგრადა ფამილია ე.წ.,,წმინდა ოჯახი“ – ბარსელონაში. მისი მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს. ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და ხშირად ხუმრობდა კიდეც: ,,ჩემს კლიენტს არ ეჩქარებაო“. 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ ტაძარი აკურთხა და ღვთისმსახურების ჩასატარებლად თანხმობა მისცა.

52544190e8e44eff020006cf_ad-classics-la-sagrada-familia-antoni-gaudi_sfpassio-908x1000

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ