მკითხველის ბლოგი: რა არის სიყვარული?

279

რა არის სიყვარული? სიყვარული არ არის გრძნობა, სიყვარული-მდგომარეობაა. ადამიანი განიცდის გრძნობების მთელ გამას. გახშირებული გულისცემა,გაფანტულობა,კონცენტრაციის დეფიციტი,კუნთების კანკალი, უმიზეზო ღიმილი… ყოველ დილით იმაზე ფიქრით გაღვიძება,რომ ცხოვრება მშვენიერია… ეიფორიის გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ მისი სიტყვებით გადმოცემა, უბრალოდ შეუძლიებელია,შეუძლებელია ყველა იმ განცდის აღწერა,რასაც სიყვარული განიჭებს. ეს თავისებური დაავადებაა – სიმპტომებიც ასეთი აქვს. ეს ქარბორბალა,ეს სიგიჟე, ყოველ ადამიანში სხვადასხვანაირად,ლამაზად,უნიკალურად დევს. სიყვარული ფართო მცნებაა.სიყვარულს არ აქვს ერთი კონკრეტული დეფინაცია,მის ახსნასა და განმარტებას საზღვარი არ აქვს,ინდივიდუალურია,ყველა თავისებურად,უნიკალურად ხსნის სიყვარულის აზრს,სხვაგვარად ესმის და სხვაგვარად შეიგრძნობს. სიყვარლის საფუძველი პიროვნული მიჯაჭვულობა,მეგობრობა,პატივისცემა და ერთგულებაა. სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია,ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოციაა. ნამვილი სიყვარული-ნიჭია. ჩემთვის სიყვარული- ადამიანია, სიამოვნების,ნეტარებისა და ბედნიერების წყაროა. სიყვარული ეს არის გრძნობა, რომელიც ადამიანის ცხოვრებას, სულს, გულსა და ხასიათს ალამაზებს. სიყვარულის ფერი? სიყვარული ხომ საგანი არ არის,მას ხომ ფერი არ აქვს… სიყვარული-ცისარტყელაა,ყველა ფერსა და უამრავ გრძნობას მოიცავს. მეტაფორულად,რომ ვთქვათ,ჩემი სიყვარულის ფერი როგორც წითლად ,ასევე იისფრად მესახება…რადგან წითელი სიმშვიდესთან,ვნებასთან ასოცირდება,ხოლო იისფერი-იდუმალებასთან,ნდობასთან და სინაზესთან. გიყვარდეს ეს ნიშნავს სამყაროს ხედავდე გულით, გრძნობდე მთელი შენი არსებით და ვერაფერს აანალიზებდე. ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ყველაზე მეტად ამაღელვებელი და არაამქვეყნიურია. სწორედ ამ დროს იწყება ადამიანის ახალი ცხოვრება, როდესაც ირგვლივ ყველაფერს სხვა ფერი ეძლევა, შენში იცვლება შენი მე და ჩნდება ახალი, შეყვარებული და გაბრუებული მე, რომელიც შენს სხეულში იწყებს გაჯერებას. ჯერ შენ ამ ახალ მეს არ იცნობ, მისი გეშინია კიდეც,იმის გაცნობიერების, რომ შენ უკვე სხვა ხარ, რომ შენ სხვა თვალებით,შეყვარებული თვალებით უყურებ ცხოვრებას. ამ ქვეყნად არაფერი გინდა, მხოლოდ ის:მისი ჩახუტება,მისი გული, სიყვარული.. გარკვეული მეტაფორული გაგებით სიყვარული უკვე სნეულებაა, როდესაც იგი შენში იბადება, შენ ავადდები ამით. მე დაავადებული ვარ…