მიხეილ გომიაშვილის საერთაშორისო წარმატება

362

მიხეილ გომიაშვილი მოჰსენ მახმალბაფის ფილმში „პრეზიდენტი” განსახიერებული მთავარი როლისთვის საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთ-ერთ ცენტრალურ ნომინაციაშია წარდგენილი.

გომიაშვილი მამაკაცის საუკეთესო როლის შესრულებისთვის რიგით მეცხრე „ASIA PACIFIC SCREEN AWARDS” კინოფესტივალში მონაწილეობს, რომელიც 26 ნოემბერს ავსტრალიის ქალაქ ბრიზბენში გაიმართება.

მიხეილ გომიაშვილი: – ამ კინოფესტივალზე იმდენივე ვიცი, რამდენიც თქვენ… ვიცი მხოლოდ ის, რომ ტარდება ავსტრალიაში, 26 ნოემბერს გაიმართება დაჯილდოების ცერემონია, რომელზეც დროისა და სხვადასხვა მიზეზთა გამო, მე ვერ ვიქნები… კერძოდ, მიმდინარეობს გადაღება რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმისა „მძევლები”, სადაც ერთ-ერთ ცენტრალურ როლს ვთამაშობ.

გარდა ამისა, ცუდად მაქვს დაცდილი ფესტივალებზე ყოფნა – სადაც კი ვიყავი, არსად, არც ფილმს და არც მე არანაირი პრიზი ან ჯილდო არ გვაღირსეს… და იქ, სადაც არ წავედი, ყველგან – ჩიკაგოშიც, ტოკიოშიც და სხვაგანაც, მთავარი პრიზი ავიღეთ… ეს ისე, ნახევრად ხუმრობით…

რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხვდა ფილმი ამ ფესტივალზე, ძალიან უბრალოდ, როგორც ყველა ფილმი  ხვდება ფესტივალზე… შერჩევის გზით…

– ამ ნომინაციაში ამავე კინოფესტივალზე სხვა ქართველი მსახიობი ყოფილა წარდგენილი?

-ნამდვილად ვერ გეტყვით, მართლა არ ვიცი… ისე, რაღა დაგიმალოთ და მეც მაინტერესებს… თუ რაიმეს გაიგებთ, ძალიან გთხოვთ, მეც შემატყობინეთ…

წყარო