მე ვიწყებ დილას სირბილით

344

სალომეს ბლოგი  

ყოველთვის ვცდილობ დილა სირბილით დავიწყო. დილის 8 საათზე მაღლა შეკრული თმებით, სპორტულებითა და კედებით… და რაც მთავარია, ყურსასმენებში Pink Floyd-ის სიმღერით გამოვრბივარ სახლიდან და მივუყვები მაღლა მიმავალ გზას.

კადრი პირველი – ქალი რთულად აღსაზრდელ ბიჭუნას ექაჩება სკოლაში, პატარა კი უწევს წინააღმდეგობას.  მეღიმება და ამ დროს, ერთი ფილმი მახსენდება “Mommy” (დედიკო), სადაც კიდევ ერთხელ გვაჩვენებენ დედა-შვილური სიყვარულის გენიალურობას.

  კადრი მეორე – ახალგაზრდა ბიჭი დაჟინებული მზერით, სისწრაფითა და ფიქრებით მირბის. მისთვის ალბათ გაურკვეველი მიმართულებით და მეც შესაბამისად ვაკავშირებ ფილმთან, რომლის გადაღებიდან 50 წელზე მეტია გასული ,,შორ მანძილზე მორენალის მარტოობა”.

კადრი მესამე – შეყვარებული წყვილი ხელჩაკიდებული მიუყვება ქუჩას ,,ქალი და მამაკაცის” მელოდია ძალიან მოუხდებოდათ…

დავრბივარ და მგონია, რომ ამ დროს ფიქრი ყველაზე კარგია. მოძრაობს ყველა ჩემი კუნთი, კიდური… და რაც მთავარია, აზრები ჩემს თავში და როგორც ეს ფიქრები ეხება ჩემს სულს ასევე არის კინო, ინტერნაციონალური ტკივილისა და სიხრულის განაცდა.

დავრბივარ და ვფიქრობ, რაც ცოტა ხნის წინ  მოვისმინე. ,,კინოამბის მოყოლის ძირითადი ფორმაა და ამბის მოყოლა კი ადიანის თანდაყოლილი ვნებაო” და თუ ეს მართლაც ასეა, რამდენად გარდაისახება სინამდვილე წარმოსახვად, რადგან რეალობას სინამდვილეს ვარქმევთ, კინოს კი სინამდვილის წარმოსახვად.  და მაშინ როცა ვაკვირდები ხალხს ვიგებ თუ რა სურთ მათ, თანამედროვე სამყაროში, როცა აღარაა საჭირო არც ,,კაპუჩინების სასახლის არსებობა”, არც ,,გრან კაფეს საბილიარდო” და არც ,,ინდური სალონის” არსებობა და როცა უკვე არსებობს ,,ბეჭდების მბრძანებელი”, ,,ვარსკლვური ომები”, ,,ერთხელ ამერიკაში”, ,,ტიტნიკი”, ,,ჰარი პოტერი”, ,,ნათლიმამა” საზოგდოება აქაც ითხოვს ახალს, ნამდვილ ადამიანებს, ნამდვილი სახეებით, ყოველდღიური მეტყველებით და ყოველდღიურ პოეზიას. მეშვიდე ხელოვნება, რომელიც ბევრს იტყვის და ასახავს რეალობას. კადრები სადაც არიან ისინი, მათი ცხოვრება, ზოგჯერ ნისლი, ხშირი წვიმა და ხანდახან მზის სხივები ხეებს შორის.

ვასრულებ სირბილსMდა ამასობაში ერთი ქართული ფილმის ფრაზა მახსენდება,: ,,მდინარეს მოაქვს სიცოცხლე, მიწას კი მოაქვს ბრძოლა”…

სალომე უბირია