მეტროში მოწყალების სათხოვნელად შემოსული არასრულწლოვანის დანახვისას ჩემს წინ მდგომმა 55 -მდე ასაკის ქალბატონმა გამოხატა უკმაყოფილება

166

დღეს შევესწარი ასეთ ფაქტს: მეტროში მოწყალების სათხოვნელად შემოსული არასრულწლოვანის დანახვისას ჩემს წინ მდგომმა 55 -მდე ასაკის ქალბატონმა გამოხატა უკმაყოფილება :
– ისედაც დაღლილი ხალხი, ჩვენი გაჭირვება გვეყოფა, კიდე ამათ უსმინო..
ამ ქალის გვერდით მდგარი 35 წლამდე ქალი აყვა : – უიმე რა უბედურებაა , რატო უშვებენ საერთოდ… მერე ისევ იმ ქალმა განაგრძნო : – არადა აკრძალულია უშიშროების მხრიდან , გახსოვს კაცი გაზეთებით რომ დადიოდა აქ, უშიშროებამ შეამჩნია და წაიყვანეს, 3 წელია ის კაცი აღარ გამოჩენილა. რავიცი აქ კი დგას პოლიცია, ხო ხედავენ, რომ შემოდიან რატომ არ უშლიან… ყველას ჩვენ ჩვენი გასაჭირი გვაქვს და ესენი ამ დაღლილ ხალხს აწუხებენ..
35 წლამდე ქალბატონმა დაამატა : – ვაიმე ისე ვითრგუნებით ამით, აი არ ვიცი რა…
– ჯერ ეს ხუჭუჭა ბიჭი რომ დადის, უზრდელი.. ამ პურის ფულზე მომუშავე ხალხს გვაწუხებენ , აბა მეტროთი სხვა ვინ მგზავრობს. მგონი ესენი ჩვენზე მეტს შოულობენ ამ მათხოვრობით, იპოვეს მარტივი გზა. წავიდნენ და პარლამენტის წინ დადგნენ აბა, იქ 5 თეთრსაც არავინ მისცემთ.
– ჰო აბა , მართალია..
– მე პირადად მასწავლებელი ვარ და კარგად იცით ხელფასები…
– ნწ, ნწ , ნწ,….

მეგორებო, ჩვენ ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ…