მედი ზიგლერი სიას ახალ კლიპში ისევ გამოჩნდა

133

მედი ზიგლერს, როგორც ნიჭიერ მოცეკვავეს საზოგადოება სიას სამი მუსიკალური ვიდეოდან იცნობს: ,,Chandelier” ,,Elastic Heart” და ,,Big Girls Cry”. 13 წლის გოგონამ თავისი პლასტიკით უამრავი ადამიანის გული დაიპყრო.  მედიმ ასევე გააფორმა სიას ახალი სიმღერა  ,,Cheap Thrills”, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა. მისი მონაცემები შეუმჩნეველი ამ შემთხვევაშიც არ რჩება.

მედი ზიგლერმა მოცეკვავის კარიერა რვა წლიდან დაიწყო, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა რეგიონალურ და საერთაშორისო კონკურსში. 2014 წელს გაიმარჯვა Dancers Choice Awards-ში 17 წლამდე მონაწილეებს შორის, 2015 წელს კი People’s Choice Awards -ზე ყველაზე სერიოზული მოცეკვავის ნომინაცია ერგო.  სიას გარდა, მედის სხვა შემსრულებლების მუსიკალურ ვიდეოებშიც აქვს მონაწილეობა მიღებული, გადაღებულია მოკლემეტრაჟიან ფილმში ,,Lucky Thirteen”.  2016 წელს ზიგლერის მონაწილეობით სამი ფილმი გამოვა.  ,,The book of Henry” ,,Ballerina’’ და  ,,Sister”.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ