ლუდისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის

266

რუბრიკას წარმოგიდგენთ პორტალი: imogzaure.ge

ზოგადად ლუდის მოყვარულთათვის, და განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში, აქტუალურია უსაზღვროდ დიდი ისტორიის მქონე ამ სასმელის თემა.  დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ლუდის ისტორია ჩვენ წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 9500 წლიდან, ანუ ნეოლითის ხანიდან იწყება.  შუმერების ზოგიერთ დასახლებაში ნაპოვნია დაახლოებით 3500–3100 წლების (ჩვენ წელთაღრიცხვამდე) დროინდელი ლუდის ქიმიური ნარჩენები.  ლუდს ასევე მრავალი ძველი ისტორიკოსი ახსენებს საკუთარ ნაშრომებში.  უძველეს საბერძნეთში ლუდი დიდი პოპულარობით სარგებლობდა.  აგრეთვე რომის იმპერიაში, ღვინის დომინანტობის მიუხედავად, მოსახლეობისთვის არც ლუდი იყო უცხო სასმელი.  უძველეს ჩინეთში ლუდს ბრინჯისგან ხარშავდნენ, თუმცა უძველეს დროშიც გერმანული ტომები იყვნენ ამ საქმის გურუები და დიდი რაოდენობითაც მოიხმარდნენ ლუდს.  შუა საუკუნეებში ლუდის მოხარშვის ტექნოლოგიები ევროპელებმა განავითარეს და დახვეწეს. დროთა განმავლობაში დაიწყო ლუდის სორტირება ფერის, შემადგენლობის, გემოს, ალკოჰოლის პროცენტულობისა და სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით.  დღეისათვის ლუდის უამრავი სახეობა არსებობს.

ლუდის ყველაზე სახელგანთქმული და გემრიელი სახეობების უდიდესი წილი, გერმანიაზე და ჩეხეთზე მოდის.  ამ ქვეყნებში სასმელის ხარშვის ტექნოლოგიები, ინგრედიენტების ხარისხი, უდიდესი გამოცდილება, კონკრეტული რეცეპტების მოხმარება – ეს ყველა ფაქტორი მოქმედებს უმაღლესი დონის ლუდის ჩამოსხმაზე.  გერმანიასა და ჩეხეთს შორის წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული კონკურენცია კონკრეტულად ლუდის ბაზარზე.  არსებობენ ერთგვარი „ერთგული“ მომხმარებლები, რომლებიც ამჯობინებენ ჩეხურ ან გერმანულ ლუდს და რომელთათვისაც კონკრეტული საწარმოს ლუდის სმა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ტრადიციას წარმოადგენს და მათთვის წარმოუდგენელია სხვა სახეობის დალევა.
ლუდის ტრადიციული ბოკლები

გერმანული ლუდის სახეობებია: Pilsner (ოდნავ მწარე, ალკ. 4-4,8%); Weizen (ოდნავ მოტკბო, ალკ. 5-5,4 %, არსებობს მუქიც); Berliner Weiße (მსუბუქი ბერლინური ალკ. 2,8%); Altbier (დაახლოებით Pilsner-ის მსგავსი, ალკ.4.8%); Schwarzbier (შავი ფერის, გაფილტრული, ალკ. 4,8-5%) და სხვა მრავალი.
გერმანული ლუდი

გერმანელებს ლუდის სიყვარული როგორც ყოველდღიურობაში, ისე დღესასწაულებზეც ეტყობათ.  Oktoberfest – ეს არის ორკვირიანი ლუდის დღესასწაული, რომლის განმავლობაშიც უამრავი ტურისტი სტუმრობს გერმანიას.  ეს დღესასწაული დასაბამს იღებს ბავარიიდან, დღეისათვის კი გერმანიის თითქმის ყველა ქალაქში ტარდება.  აგრეთვე ტრადიციამ შვეიცარიაშიც გადაინაცვლა და ლუდის მოყვარული შვეიცარელები ციურიხში და სხვა ცენტრალურ ქალაქებში აღნიშნავენ Oktoberfest-ს.Cover

გერმანიის საკმაოდ ბევრ ქალაქში, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაძლოა წააწყდეთ ბარებს, სადაც შემოგთავაზებენ ლუდს, რომელიც მოხარშულია მარიხუანას ფოთლებით. ასეთ ლუდს არ გააჩნია მარიხუანას გამაბრუებელი ეფექტი და ძირითადად ღია, გაფილტრული სახის არის.  მას აქვს საკმაოდ მძაფრი ბალახისა და პურის სუნი და გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი.

ჩეხეთის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ კელტები ხარშავდნენ ლუდს.  მათაც, როგორც გერმანელებს, ლუდის ხარშვის უდიდესი ტრადიცია გააჩნიათ.  პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთლიანად განადგურდა და გაქრა ჩეხური ლუდის წარმოება.  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ჩეხმა ლუდის მხარშველებმა გააგრძელეს სასმელის ტრადიციული ხარშვა და გამომდინარე აქედან შეინარჩუნეს კიდეც უმაღლესი ხარისხი.ჩეხური ლუდი

ცნობილ ლუდებზე საუბრისას, აუცილებელია გავიხსენოთ Guiness.  ირლანდიური ლუდი, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ამ სასმელზე საუბრისას.გინესი

ჩეხური და გერმანული ლუდების გარდა, მომხმარებელთა დიდ მოწონებას იმსახურებს ბელგიური, იტალიური და მექსიკური ლუდები.  ამ ქვეყნების ლუდები ძირითადად მსუბუქია, ალკოჰოლის პროცენტი მათ შემცველობაში საკმაოდ დაბალია, თუმცა ის მაინც სარგებლობს დიდი პოპულარობით თავისებურებების გამო.  განსაკუთრებით ცნობილია მექსიკური ლუდები Desperados და Corona.  ამ ლუდებს მიირთმევენ ლიმონთან ერთად, ისინი საკმაოდ მსუბუქია და აქვთ თავისებური არომატი, რამაც დაიპყრო მთელი მსოფლიოს ლუდის მოყვარულთა გულები.  აღსანიშნავია, რომ გერმანულ მძიმე ლუდებდთან შედარებით, დაბალალკოჰოლური მექსიკური ლუდები გერმანელებისთვის სასმელს, როგორც ასეთს, არ წარმოადგენენ და ისინი მათ „Frauenbeer“-ს, ანუ ქალბატონების ლუდს ეძახიან.
კორონა

ლუდის მოხმარების სტატისტიკაში, ერთ ადამიანზე წლის განმავლობაში, ჩეხეთი ლიდერობს 148 ლიტრით.  მეორე ადგილს იკავებს ავსტრია 107 ლიტრით, ხოლო მესამე ადგილზე გერმანიაა 106 ლიტრით.

წყარო