კრისტოფერ ვოლცი: მე ავსტრიელი ვარ, ამიტომ ,,ამერიკული ოცნება” არ მაქვს

482

ავსტრიელ მსახიობ კრისტოფერ ვოლცს სულ რაღაც 5 წლის წინ არავინ იცნობდა, დღეს კი უკვე ორჯერ არის წარდგენილი ოსკარზე, კვენტინ ტარანტინოს აღმოჩენამ, უკვე მოასწრო და ამავე რეჟისორის ორ ფილმში: ,,უსახელო ნაბიჭვრები” და ,,განთავისუფლებული ჯანგო” შეუდარებლად ითამაშა ურაყოფითი როლები. გთავაზობთ ინტერვიუს ჰოლივუდის ერთ ერთ ყველაზე საინტერესო და ,,ბოროტ” მსახიობთან.

ახლახანს გამოვიდა ახალი ფილმი, ,,აუტანელი ბოსები-2” რამ განაპირობა რომ თქვენი პერსონაჟი იმაზე მცირე დროით ვიხილეთ ეკრანზე ვიდრე ველოდით?

არაფერმა, ცოტა სამუშაო და სოლიდური ანაზღაურება. მეტი რა უნდა უნდოდეს მსახიობს? მით უემტეს რომ ჩემი აზრით არ არსებობს დიდი და პატარა როლები, არსებობენ დიდი და პატარა მსახიობები.

ამ ფილმში თქვენი პერსონაში ხშირად აკრიტიკებს იდეას ,,ამერიკული ოცნების” შესახებ. როგორი ფიქრობთ, რა არის ,,ამერიკული ოცნება” და საერთოდ არსებობს თუ არა ეს ცნება?

მე ავსტრიელი ვარ და ჩემი ოცნებები მაქვს, რომელიც საერთოდ არ არის ამერიკული…. ხოლო თუ ამ საკითხს უფრო სერიოზულად შევხედავთ, ვფიქრობ რომ უცხო ქვეყნიდან ამერიკაში ჩასულ ადამიანებს, ბევრად უფრო მეტი შრომა უწევთ მიზნის მისაღწევათ, ვიდრე ადგილობრივებს. ეს არის ამ შემთხვევაში, ჩემი ხედვა რომელიზეც საუბრობს კიდეც ჩემი პერსონაჟი. საერთოდ ვფიქრობ რომ სადაც არ უნდა იყო, არ ღირს საკუთარი ან ვინმეს მიერ გამოგონილი ოცნების დევნა. მთავარია მუდმივათ აკეთო ის რაც გინდა და არასდროს დაკარგო რეალობის შეგრძნება.

როგორ ახერხებთ შექმნათ როლები რომელიც თავისთავად უარყოფით ხასიათს ატარებენ, და ამავდროულად მაყურებლის სიმპათია დაიმსახუროთ. თქვენ ირჩევთ მსგავს როლებს თუ ეს უბრალო შემთხვევითობაა?

ეს შემთხვევითობაა, მაგრამ მე მუდმივად ვცდილობ რომ შევქნა პერსონაჟები, რომლებიც საინტერესონი ინქებიან, მიუხედავად მათი უარყოფითი მხარეებისა. რაც შეეხება სიმპათიას, ჩემი აზრით ნებისმიერი ადამიანი, საშინლად გამაღიზიანებელია როდესაც საკუთარ თავს უყურებს, ისე როგორც იდეალს. ნაკლოვანებების გარეშე. სწორედ ამიტომ, თვითკრიტიკული მაგრამ უარყოფითი პერსონაჟი ქმნის იმ სახეს, რომელსაც თქვენ უკვე კინოსურათში ხედავთ. სამწუხაროდ დღევანდელი რეჟისორების უმეტესობა რომელიც ჰოლივუდში საქმიანობს, იღებენ ფილმებს სადაც პერსონაჟების მხოლოდ ერთი მხარე ჩანს, ან უარყოფითი ან დადებითი, ასეთი ადამიანები კი არ არსებობენ. ასეთი ადამიანები ისტორიაშიც არ არსებობენ და თუ არსებობენ, ესეიგი ის ვინც მოგივთხრო მათ შესახებ, უბრალოდ გვატყუებს.

თავად არ გიცდიათ გემუშავათ როგორც რეჟისორს, ან დაგეწერათ წიგნი, ან უბრალოდ გეკეთებინად სხვა საქმე?

ამ ეტაპზე მსგავსს არაფერს ვგეგმავ, ალბათ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, ამას გარდა ეს არის ის რაც ყველაზე კარგად გამომდის. თუ ჩემი პერსონაჟი ფილმის მთავარი მამოძრავებელი ძალაა, მე ამით განსაკუთრებით კმაყოფილი ვრჩები. თუ არა (ისევე როგორც ,,აუტანელ ბოსები”- ში.) მაინც კმაყოფილი ვარ. თუ ოდესმე გადავწყვეტ გავხდე რეჟისორი, ალბათ სულ სხვანაირად გავაკეთებ ამ საქმეს. ჩემი აზრით სწორედ რეჟისორები უდგებიან უფრო მეტი სერიოზულობით საკუთარ პერსონას, ვიდრე საკუთარ საქმეს.

შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით?

ამ საკითხზე ისედაც ბევრი ვისაუბრე, ამიტომ გეტყვით რომ ჩემში აღფრთოვანებას უფრო ის ადამიანები იწვევენ, ვინც იგონებს, ქმნის კინოს, ვგულისხმობ, სცენარისტებს. არ მინდა ჩემი სახით კიდევ ერთი დილეტანტი შეემატოს კინემატოგრაფიას, რომელიც საკუთარ თავს რეჟისორს უწოდებს.

თქვენ ხშირად თამაშობთ სხვა და სხვა ჟანრის ფილმებში, არსებობს რომელიმე ჟანრი რომელშიც თქვენ არასდროს დასთანხმდებით როლს?

პორნო.

რატომ?

არა, თქვენ არასწორად სვამთ კითხვას, თქვენს ადგილზე ძალიან გამიხარდებოდა ასეთი პასუხი. მე არ ვარ ლოიალური იმ ადამიანების მიმართ ვინც ამ ჟანრში მუშაობს. ზოგადად მე მაქვს სურვილი ვითამაშო რაც შეიძლება ბევრ და სხვადასხვა ხასიათის ფილმში.

თქვენ საუცხოოდ როგორც ინგლისურ ასევე ფრანგულ და გერმანულ ენებზე, თუმცა მაინც შეიმჩნევა, მცირეოდენი ავსტრიული აქცენტი, როგორ ფიქრობთ შეძლებთ, შემოთავაზების შემთხვევაში, ძირძველი ამერიკელის განსახიერებას? რა თქმა უნდა უაქცენტოდ.

არა, იმიტომ რომ მე საკმაოდ ბევრი ნიჭიერი მსახიობი ვიცი, რომელიც ამას ჩემზე ბევრად კარგად გაართმევს თავს.

და ბოლოს, საკმაოდ შაბლონური მაგრამ მაინც, ერთი რჩევა დამწყებ მსახიობებს.

არ მინდა პასუხიც კითხვის მსგავსი გამოვიდეს, ამიტომ ვურჩევ არა მსახიობებს, არამედ ახალგაზრდებს: განთავისუფლდით ყოველდღიური რუტინისგან, მომავალზე დარდისგან, ეჭვებისგან, რომელიც უმეტეს შემთხვევაში თავსმოხვეული და არაფრის მომცემია. იპოვეთ საყვარელი საქმე და აკეთეთ ის ცხოვრების ბოლომდე.

გოჩა აბზიანიძე