კიმი და ქანიე ვესტი შორდებიან?

135

წყვილი ერთად ბედნიერად გამოიყურება, მათ მეორე შვილი ახლახან შეეძინათ, მაგრამ ქანიეს ბოლოდროინდელი გამოხტომებით კარდაშიანების ოჯახი აშკარად უკმაყოფილოა. კიმის დედამ – კრის ჯენერმა ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შიშობს, ქანიე მათი ოჯახის და ბრენდის სახელს ლახავს.

წინა კვირას, ჟურნალში ,,Touch“  წყვილთან დაახლოებულმა პირმა განაცხადა: ,,კიმმა დედას უთხრა, რომ ქანიეს უნდა გაეყაროს. ამას ძალიან განიცდის, მაგრამ სხვა გზას, უბრალოდ, ვერ ხედავს.’’

წყვილის წარმომადგენელმა ამ განცხადებას აბსოლუტური სიცრუე უწოდა, თუმცა ანონიმური წყარო ამტკიცებს, რომ ქანიეს საქციელი სულ უფრო აუტანელი ხდება. მან მანჰეტენის ცნობილ სასტუმროში ,,New York’s Waldorf Astoria’’ საშინელი სკანდალი მოაწყო. არავის უსმენდა და ბოლო ხმაზე ყვიროდა, რომ ის ცნობილი ქანიე ვესტია! კიმი კი მისი ცოლია. კიმს ალტერნატივა აღარ აქვს. განქორწინების საბუთები უკვე მზადდება.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ