კეტი პერი ორლანდო ბლუმს ხვდება

131

ეჭვი იმის შესახებ, რომ კეტი პერის და ორლანდო ბლუმს შორის რაღაც ხდებოდა, ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე გაჩნდა. წყვილი თავს კომფორტულად გრძნობდა, ერთობოდა და ცეკვავდა. ორი დღის შემდეგ ერთად დაესწრნენ სტელა მაკარტნის მოდის ჩვენებას, დასვენების დღეები კი ერთად გაატარეს. მომღერალი ორლანდოს მანქანის უკანა სავარძელზე, მის შვილთან ერთად დააფიქსირეს. ისინი რობერტ დაუნი უმცროსის სახლში გამართული საბავშვო წვეულებიდან ბრუნდებოდნენ.

ორლანდო ბლუმი და ,,ვიქტორიას სიქრეთის“ მოდელი  მირანდა კერი ერთმანეთს 2013 წელს დაშორდნენ, მათ 5 წლის ბიჭი, ფლინი ჰყავთ.

 

2 111