კატასთან საუბარი

162

დათოს ძველი სკოლის წინ წითელი მაღია. ასე ეძახდნენ ყოველი შემთხვევისთვის სანამ წავიდოდა და ერთფეროვნებაში ჩაძირულ თბილისს სამუდამოდ თუ არა ცოტა ხნით მაინც დატოვებდა.

გუშინ მიყვებოდა ერთ ისტორიას ამ ბაღსა და მის ერთ-ერთ ხეზე, რომლის წინაც სკოლის შემდეგ სულ უყვარდა სიგარეტის მოწევა და თრობა, თრობა პოეზიით ან თუნდაც ფიქრებით. მისი ამბავი ასე დაიწყო… ცოტა უცნაურად, მაგრამ მაინც დაიწყო.

სკოლა დამთავრდა. დათომ ბოლო გაკვეთილის გატარება აი იქ, პირდაპირ ხესთან გადაწყვიტა. მის მორს მიყუდებული, თავის ფიქრებში გართულიყო და ვერც შეამჩნია, რომ მის წინ კატა იზმორებოდა. დიდად გულზე არც ეხატება კატები, მაგრამ ასეთ სანახაობას როგორ არ უნდა მოკრა თვალი. შავი, მოელვარე ბეწვის მქონე კატა ნელ-ნელა დათოს ფეხებთან აღმოჩნდა. ჯერ იყო დაყნოსა, რასაც ყველა ცხოველი აკეთებს. შემდეგ კი სრულყოფილი ნდობა, რომელიც დათომ კატისგან დაიმსახურა. რატომ ვერ გეტყვით, ალბათ იგრძნო, რომ ბევრი ჰქონდა სათქმელი. პირველი ნაბიჯი მაინც კატამ გადადგა და დათოს ფეხებთან დაწვა, თვალები მას მიაბჯინა და ასე გაჩერდა.

,,ზოგადად ნებისმიერი ცხოველი თვალებში, რომ მიყურებს და მეც გაშეშებული შევცქერი მას მგონია, რომ შემომახტება და რაღაცას მიზავს. ამ კატასაც შეშინებულმა ჩავხედე თვალებში. სევდანარევი თვალები ჰქონდა მეთქი ვერ გეტყვი, ალბათ უფრო მშვიდი. ისეთი, რომ ახალ სიტყვასაც კი გამოვიგონებდი მის აღსაწერად’’. – მიყვებოდა ჩემი მეგობარი სულმოუთქმელად – ,,მერე წამოიწია უცნაური მოძრაობები გააკეთა და ისევ იგივე მდგომარეობას დაუბრუნდა. შემოდგომა იყო. მე არ მციოდა. ისიც ვიფიქრე შესცივდა და ჩემზე თბება მეთქი, მაგრამ არა, აქ სულ სხვა რამ იყო. რეინკარნაციის ხო გჯერა? არა, სულელურად ჟღერს. ვიღაცის სული კატის სხეულში ჩასახლდა და ახლა ასე მეალერსება და უცნაური ხმების გამოცემით მიყვება საკუთარ ისტორიებს’’.

ღიმილი მომერია, მაგრამ თავი შევიკავე, სულ უფრო მაინტერესებდა რა მოხდებოდა შემდეგ.

,,შენ ვერც კი წარმოიდგენ ეს რა იყო. ყველანაირ გაცდენილ გაკვეთილს, ნახევრად მოწეულ სიგარეტსა და უცნაურ გამვლელ-გამომვლელებს ჯობდა. გამოგიტყდები და თავი სულელად მიმაჩნია. ახლაც ამას, რომ გიყვები. უბრალოდ წარმოიდგინე შავი, სუფთა კატა, რომელიც ჩემს ფეხებთან წყნარად და ნდობით წევს. ხომ სასაცილოა?! ასე მემგონი შენც არ მენდობი’’. ჩაეცინა და დიდი სიხარულის ნაპერწკლებით აღსავსე თვალები მე მომაბჯინა.

და თუ, მოხვდებით ოდესმე ამ ბაღთან, შედით შიგნით გაუხვიეთ მარცხნივ და დაინახეთ ხე, შეეცადეთ მაინც, რომ დაინახოთ. მიდით მასთან და საკუთარი ფიქრებით გაერთეთ. მიდით, ოღონდ მარტო. მიდით, ოღონდ არეული ფიქრებითა და ბევრი სათქმელით. მიდით და იქნებ თქვენც დაიმსახუროთ კატის ნდობა, რომლის მშვიდი თვალებიც ყველანაირ სათქმელს იტყვიან თქვენს მაგივრად.

 

სალომე ბოჭორიშვილი,
15 წლის