თსუ-ს სტუდენტური თვითმართველობა, უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას ითხოვს

349

თსუ-ს სტუდენტურმა თვითმართველობამ, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ აქცია გამართა, მოთხოვნით: ,,გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა”.

სტუდენტებმა და თვითმართველობის წევრებმა ისაუბრეს უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე. მათი აზრით, სამუდამოდ უნდა დასრულდეს უნივერსიტეტში არსებული ბიუროკრატიული სისტემა, რომელიც უნივერსიტეტში ქმნის იმ უძრაობის ფონს, რომლის მსხვერპლიც თითოეული სტუდენტია.
საპროტესტო აქციების გზით მოვითხოვთ გადადგეს უნივერსიტეტის რექტორი – ბატონი ვლადიმერ პაპავა და ყველა ის პირი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას ვერ ან არ ასრულებს და შედეგად სტუდენტებში დაპირისპირება ღვივდება. ამ ადამიანებმა ორწლიანი მმართველობის პერიოდში ვერ შეძლეს, არათუ პრობლემების აღმოფხვრა, არამედ დაკისრებული მოვალეობის კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

სტუდენტები ასევე აცხადებენ რომ აქციები არ იქნება ერთჯერადი და მიიღებს პერმანენტულ ხასიათს.