თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი, რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას

396

ნატალი ჯუსი ნიუ-იორკში მოღვაწეობს და მოდის სამყაროში ერთ-ერთ გავლენიან ქალად ითვლება, ცოტა ხნის წინ თბილისში Mercedes Benz Fashion Week-ზე იმყოფებოდა.

ოთხი მილიონი ქართველი. 500 000 მარტოხელა ქალი. როგორი გიჟური სტატისტიკაა,არა? ეს საკმაოდ აკურატული და ტრაგიკული ფენომენია. რადგან თუ თქვენ ახალგაზრდაქართველი ქალი ხართ, . გულწრფელად შეძრწუნებული ხართ თქვენი თანამემამულემამაკაცებით. ან როგორც ერთერთმა ქართველმა გოგონამ თქვა (რომლის შეყვარებულიციტალიელია), “ქართველ ქალებს არ მოსწონთ ქართველი მამაკაცები“, (თუ პირიქით?) დამგონი ვხვდები კიდეც რატომაც. მე თვითონ თბილისში ვერ აღმოვაჩინე ვერცერთი კაცი,რომელიც კარგად გამოიყურებოდა ქუჩაში სეირნობისას.

შენ მოელი დაინახო მაღალი,მუქთმიანი, სიმპათიური მამაკაცები, მაგრამ არაფერიმსგავსი. ისინი არ უვლიან საკუთარ თავს, არ ზრუნავენ გარეგნობაზე ან რატომ უნდაგააკეთონ ეს? გოგონები მაინც არ უყურებენ მათ, ისინი რჩეულის საპოვნელადსაზღვებსმიღმა იხედებიან. როდესაც Mercedes Benz Fashion Week-ზე მათ დაინახესფოტოგრაფი  Julien Boudet, ისინი თითქოს ველურებად იქცნენ, სთხოვდნენ მას შეხვედრასდა ამაში არც ვადანაშაულებ .. ბრავო, ჯულიენ,” – წერს ავტორი.

თუმცა, თბილისში სილამაზეს მოკლებულნი ნამდვილად არ ვართ. ეს აბსოლუტურადშესანიშნავი ქალაქია, ხანდახან თანამედროვე და არქიტექტურულადექსპერიმენტული,ზოგჯერ ნაცრისფერი, მიტოვებული და საბჭოთა, ის უცნაური დასცენიურია. ქალაქის ძველი ნაწილი კი ტიმ ბარტონის სასცენო დეკორაციას ჰგავს.გეგონება სახლებში მოჩვენებები ცხოვრობენ. სოფლები კი უნგრეთსა და ავსტრიასმახსენებს თავისი უძველესი ტაძრებითა და ციხესიმაგრეებით, რომლებიც მწვანე მთებშიაჩასმული. პატარა სოფლები ბუდეებივითაა მდინარის ნაპირებზე.

ქართველები ზამთარში ზამთრის კურორტებზე სრიალებენ, ზაფხულობით კი შავი ზღვისპლაჟებზე ირუჯებიან. საქართველო ჰგავს ძვირფასეულობის ზარდახშას. როგორც ჩანს,კოკო შანელმა საკუთარი სამკაულების ხაზის შთაგონებად საქართველო აიღო.

შენ შეგიძლია თბილისი მთლიანად ნახო ერთ დღეში. მოიარო ძველი ქალაქი, ჩაჯდესაბაგიროში, ნახო ნარიყალა, გოგირდის აბანოები, იშოპინგო, ეწვიოგაბრიაძის კაფეს“,ისადილო ფუნიკულიორზე.

 

მაგრამ არსებობს რამდენიმე იშვიათი რამ, რისი ნახვაც ნამდვილად ღირს, მაგალითად,შეგიძლია დაესწრო ნაციონალური ბალეტისსუხიშვილებისრეპეტიციას, რაც ძალიანამაღელვებელია. აი თურმე სად იმალებიან ეს ბრწყინვალე, მაღალი, მუქთმიანი,სიმპათიური ბიჭები. ისინი ნამდვილი მეომრები არიან.

 

ჩვენ ასევე ვეწვიეთსამოსელი პირველს“, სადაც ტრადიციული ქართული სამოსიიყიდება, ის საოცარია. მე მეცვა ერთერთი კაბა მოდის კვირეულის ბოლო დღეს დასაოცრად ამაყი ვიყავი,- ამბობს ნატალი.

 

რაც შეეხება მოდას, ქართველები საკმაოდ ნიჭიერები არიან, ჩემი შთაბეჭდილებებიძალიან პოზიტიური იყო. მათი უკრაინელი კოლეგებისგან განსხვავებით, რომლებიცავნაგარდული და მუქი სტილით გამოირჩევნიან, ქართველი დიზაინერების ფერებითბილია და ახალგაზრდული.

 

სილუეტები ქალურია. მოდის კვირეულზე რამდენიმე დიზაინერი ძალიანმომეწონა,მაგალითად ატელიემატერია“, ასევეკიკალა“, “ელოში“, “ბესსარიონი“.რამდენიმე მშვენიერი მოდელიც აღმოვაჩინე. ერთერთი მათგანის ლიკას (ლიკა რიგავა)ფოტო ჩემს Instagram-ზეც კი დავდე და რამდენიმე ნიუიორკული სააგენტოსგამოხმაურება მივიღე“,- წერს ნატალი.

 

დროც არ მქონდა ყველაფერი მენახა. აქ ხალხი საოცრად გულუხვი და სტუმართმოყვარეა.სტუმარიკარგ ნიშნად ითვლება. ისინი გმასპინძლობენ საოცარი საკვებით და ღვინით,გჩუქნიან საჩუქრებს. რამდენიმე კილოც კი მოვიმატე საქართველოში სტუმობისას.ჩვეული ინგრედიენტებია ყურძენი,ბროწეული, ბადრიჯანი, ნიორი,ისპანახი,ნიგოზი დაყველი.

 

კლიმატი სამხრეთულია, თბილი, შესანიშნავი.

 

ენა ძალიან ძალიან რთულია, ანბანი მით უარესი, ფასები კი ძალიან დაბალია. ქართულიეკონომიკა არცთუ კარგ დღეშია, რადგან ქვეყანას არ აქვს განსაკუთრებით ეფექტიანირესურსები, გარდა სოფლის მეურნეობისა.

 

და ბავშვები? ისინი ერთობიან როგორ 1999-ში. მინდა კვლავ დავბრუნდე აქ დაზაფხულზე შავ ზღვას ვეწვიო, მეტი სოფელი ვნახო“.

 

წყარო: reportiori.ge