თბილისის მოდის კვირეული: სოფიკო ჭიაურელის საღამო

199

19 აპრილს თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონი ღვინის ქარხანა #1-ში, სოფიკო ჭიაურელის საიუბილეო საღამოთი გაიხსნა. მოდური ღონისძიების ტუმრებს ადგილზე ნამდვილი სურპრიზი დახვდათ: გაცოცხლებული კადრები ფილმებიდან, სადაც სოფიკო ჭიაურელი იღებდა მონაწილეობას. აუდიო-ვიზუალური, გამოფენების და პერფორმანსის სახით.

ჩვენებების სერიას დღეიდან ისტორიის მუზეუმი “ქარვასლა” უმასპინძლებს და მას დიზაინერი მარიამ გვასალია გახსნის 2017-18 შემოდგომა/ზამთრის კოლექციით.

ღონისძიებების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ფოტო: თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური გვერდი