თბილისის მოდის კვირეული

152

ჰონდას ცენტრი თბილისში წარმოადგენს თბილისის მოდის კვირეულის მე-11 სეზონს. საქართველოს ყველაზე მოდურ ღონისძიებას „ივერიაჯგუფი“-მა უმასპინძლა. ვარდების მოედანზე განლაგებული საღონისძიებო სივრცემ გააერთიანა დიზაინერების შოუ-რუმი და გრანდიოზული28 მეტრიანი პოდიუმი, რომლის ირგვლივ 400-ზე მეტი სტუმარი განთავსდა.

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალურ განრიგიში ქართველი დიზაინერების 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაციაა:ანუკი არეშიძე, გიორგი შაღაშვილი, დალოოდი, ატელიე კიკალა, ლელა ელოშვილი, რია ქებურია, მარიამ გვასალია, დიანა ქვარიანი, თაკომექვაბიძე, გიორგი ქებურია და წინა სეზონის გამარჯვებული დამწყები დიზაინერი სალი ფანგანი. მოდის სახლმა „მატერია“ კიორი დიზაინერი წარმოადგინა – ლექსო ახალკაციშვილმა და ლიკა ჩიტაიამ ცალ-ცალკე ჩვენება გამართეს. კვირეულზე ასევე წარსდგაუკრაინელი დიზაინერი იულია როგალსკაია. ასევე, კვირეულის განრიგშია MORE is LOVE და N-DUO-CONCEPT.COM-ის ღონისძიებები.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით თბილისის მოდის კვირეულს ძალზედ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოცემებისწარმომადგენლები დაესწრნენ. თბილისში ჩამოვიდა რუსეთის L’Officiel-ის მთავარი რედაქტორი ქსენია სობჩაკი. საქართველოში პირველადჩამოვიდა VOGUE იტალიას ფოტოგრაფი და ოპერატორი, სპეციალურად Style.com-თვის იმუშავა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფმა ადამ კაცი-მ; თბილისში ჩამოვიდა დარია შაპოვალოვა, რომელმაც Style.com-თვის გააკეთა სტატია. ქართული მოდაასევე გაშუქდა ყაზახეთის ELLE-ში, აზერბაიჯანულ NARGIS-ში, რუსულ INTERVIEW-სა და სხვა გამოცემებში.

yellowblog.ge წარმოგიდგენთ დიზაინერ ლექსო ახალკაციშვილის ჩვენებას

 

  სპეციალურად საიტისთვის: ანა ბაციკაძე