თბილისის გოგოების გზამკვლევი

365

სულ რაღაც 2 დღის წინ დავწერე „თბილისის ბიჭების გზამკვლევი“. ჩემმა ნაწერმა კი ბევრი მოწონება, უფრო მეტი კითხვა და გაურკვევლობა გააჩინა. არ მინდოდა, მაპატიეთ… ზოგმა თავისი თავი ვერ აღმოაჩინა მოცემულ 3 კატეგორიაში… ზოგმა კი თავისი შვილი და შეყვარებული… რას ვიზამთ?! ყველა კატეგორიაზე ვერ დავწერდი…

ეხლა კი გოგოების გზამკვლევზე მინდა დავწერო. უბრალოდ ასეთი იყო მკითხველის მოთხოვნა. მე კი მიყვარს ჩემი მკითხველი, რომ არა ისინი, მე არ ვიარსებებდი. მადლობა, რომ „მკითხულობთ!“

13 წუთი და კიდევ მეტი დამჭირდა იმისათვის, რომ გოგოების გზამკვლევი რეალურად წარმომედგინა. აქ იმაზე მეტი კატეგორიაა, ვიდრე ბიჭებში და ჩემთვის ეს უფრო ძნელი დასაწერია. გვერდს ავუვლი ფემინისტებს… ასევე უმცირესობას… და გადავალ „ძირითად კატეგორიაზე“.

ბიჭებო, მინდა გითხრათ, რომ გოგოებზე გაურკვეველი კატეგორია, თავისი რთულად „თანწყობილი“ ქვე კატეგორიებით არ არსებობს. და ნამდვილად რთულია ერთი ჭიქა ღვინის გარეშე ამ ნაწერს თავი გაართვა. მაშ, ასე დავიწყეთ!

ბიჭებო, მეც თითქმის იმდენივე ვიცი გოგოებზე, რამდენიც თქვენ! ისინი ქამელეონივით იცვლიან ხასიათს, იდეოლოგიას, აზრებს და საკმაოდ რთული საურთიერთო არიან.

და მაინც, არის რამდენიმე ძირითადი კატეგორია. მეც მათზე დავწერ!

პირველი კატეგორიის წარმომადგენლები „ვითომ“ მარტივი გოგოები არიან. ისინი წამოგყვებიან კაფეში… ცოტას დალევენ ან უბრალოდ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ… მერე ცეკვა ან გასეირნება მოუნდებათ და როცა თქვენ – ბიჭებს გაგახსენდებათ, რომ რომანტიკის გარდა არსებობს – სექსი და ჩაირთვება თქვენი მეორე „ტვინი“, ზუსტად ამ დროს ცხვირ წინ მოგიჯახუნებენ კარს. ბიჭებო, გაიცანით, ეს ყველაზე გაუგებარი კატეგორიაა! მათ თავადაც არ იციან რა უნდათ.

მეორე კატეგორიაში მხოლოდ ის გოგობი არიან, რომლებიც თქვენ სექსუალურ ცხოვრებას მხოლოდ ერთი ღამით, კლუბის შემდეგ აკმაყოფილებენ. მეორე დღეს კი იწყება სევდიანი ისტორია. მათ ახსოვხართ, თქვენ კი მესამე კატეგორიაზე იწყებთ „ჩალიჩს“.

მეორე კატეგორიას კი ლოგიკურად მოყვება მესამე. ისინი ვარსკვლავებივით ანათებენ და მიუწვდომლები არიან. თქვენ კი მათი გულის დაპყრობისათვის უნდა გახდეთ „დასტოინი“ ჟონგლიორი, ჯადოქარი… ან სასწრაფოდ მეოთხე კატეგორიის ძებნა დაიწყოთ.

მეოთხე კატეგორია, ის კატეგორია, რომელმაც ისიც კი არ იცის, რომ მეოთხეს მიეკუთვნება. მათ არაფერი იციან. არც რა უნდათ… არც როგორი უნდათ… მაგრამ იციან ერთი! რომ მოცემული სიტუაცია არ არის ის, რაც უნდოდათ… ერიდეთ ბიჭებო ამ კატეგორიას!.. ისინი დაგაკარგვინებენ ბევრ დროს და უფრო მეტ ფულს, სანაცვლოდ კი ვერაფერს მიიღებთ…

მეხუთე კატეგორია ისევ „კონკიას“ ზღაპარშია ჩარჩენილი და ელოდება “Prince Charming”-ს. თეთრ რაშზე ამხედრებულ იდეალურ მამაკაცს. ამ გოგოების არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მეპარება პრინც ჰარის გარდა კიდევ იყოს დარჩენილი რეალური მარტოხელა პრინცი.

მეხუთე კატეგორიას კი მოყვება მეექვსე… მეშვიდე… მერვე… მეათე… მეთერთმეტე… და მეცამეტე კატეგორია, რომლებზეც აღარ ვაპირებ წერას. უბრალოდ არ მინდა, რომ ბიჭებს ყველა კარტი გაგიხსნათ… მე კი ალბათ „ცამეტის კანონით“ მეცამეტე კატეგორიაში შევდივარ, მაგრამ როგორია ის „არ ვიცი“… ზოგისთვის თარსი… ზოგისთვის დაუვიწყარი… ზოგისთვის კი უბრალოდ ცამეტი, სადაც ვარ მე…

საკო კოჭლამაზაშვილი