ზაზა ფაჩულიას აკადემიაში სოციალურად დაუცველი 10 ბავშვი უფასოდ ვარჯიშობს

111

ზაზა ფაჩულიას აკადემია ოფიციალურად 1 ნოემბერს გაიხსნა და უკვე 300 ბავშვი ირიცხება. როგორც მედიასთან საუბრისას ზაზა ფაჩულიას აკადემიის დირექტორმა, გიორგი ალავიძემ განაცხადა, აკადემიაში სოციალურად დაუცველი 10 ბავშვი სრულიად უსასყიდლოდ ვარჯიშობს.

“ჩვენთან გადასახადი 120 ლარია, თუმცა ნიჭიერი ბავშვები ამ გადასახადისგან გათავისუფლებულები არიან. ამასთანავე ჩვენთან არის 10 სოციალურად დაუცველი ბავშვი, რომელიც სრულიად უფასოდ ვარჯიშობს აკადემიაში”, – განაცხადა ზაზა ფაჩულიას აკადემიის დირექტორმა გიორგი ალავიძემ.