ვიქტორია ბექჰემი სტილს იცვლის

120

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე საკუთარ ჩვენებას ვიქტორია ბექჰემი ბოტასებით დაესწრო. მაშინ ამისთვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ჩათვალეს, რომ ხერხემლის დაზიანების გამო, ვიქტორია სხეულს ასვენებდა. თუმცა, როგორც გაირკვა, დიზაინერი ზოგჯერ კი არა, ამიერიდან ყოველთვის ასეთ ფორმაში იქნება.

,,მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვეღარ ვატარებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ვმუშაობ. მე ხშირად მიწევს მოგზაურობა, ტანსაცმელი კი მარტივი და კომფორტული უნდა იყოს.“-განაცხადა მან.

ვიქტორიას ფრაზამ გაკვირვება გამოიწვია, რადგან სტილს არასოდეს ღალატობდა აეროპორტსა და მეტროშიც კი. წვეულებებსა და მოდის ჩვენებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მან შეძლო, დაემკვიდრებინა სახელი, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის და კლასიკური ჩაცმულობის ერთგულს.

victoria-beckham-600x800

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ