ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თბილისში შეიძლებოდა ეს მომხდარიყო. არ თქვათ რომ ეს დავიმსახურეთ, ამას არავინ იმსახურებს.

93

ხანდახან დღე და ღამე ერთნაირი ბნელია. არ იცი სად ხარ, არ იცი რას გრძნობ. გესმის და არ გინდა დაჯერება, ხედავ დაარც თვალების გჯერა. ამ ადგილას დღეში რამდენჯერ დადიხარ ვეღარც ,კი თვლი. ახლა? ინგრევი, შინაგანად, სულიგემსხვრევა ნაწილებად. შეშდები და ხმა აღარ ამოგდის. ცრემლები? ჰო, ბჯნებრივია, მაგრამ თავს კიდევ უფრო უსუსურადგრძნობ. ყოველ წამს ელოდები, რომ ვინმე გამოჩნდება, გამოჩნდება ცოცხალი და არა შლამის ქვეშ. არადა პირიქით ხდება.

არ იცნობ, მაგრამ გტკივა. წარმოიდგენ: ტალღა ტალღას, მანქანა მანქანას,გოგო გოგოს ხელს ჩაჭიდებდა. მერე წარმოდგენისუნარსაც კარგავ. გოგოს შლამში პოულობენ, ცხედრის სურათ აშტერდები და გგონია წუთი-წუთზე ფეხს გაამოძრავებს. არშეიძლება ცოცხალი აღარ იყოს, ვიღაც ელოდება, ვიღაცას ტკივა. ტკივილი გტკივა. ჭაობში დგახარ, მყრალ ჭაობში დასაკუთარი უსუსურობა გახრჩობს.
და რა? გადაირია უბრალო მდინარე და წაართვა დედას შცილები, ქმარს ცოლი, მეგობრებს მეგობრები, შვილებს მამები,ხალხს სახლები, ცხოვრება რომელსაც წლების განმავლობაში ქმნიდნენ და… სიცოცხლე… მოვიდა და წაიღო ახალგაზრდაგოგო-ბიჭების სიცოცხლით სავსე ღიმლი.
ცხოველები, ცხოველებიც გტკივა, მათაც შენ ნაწილად გრძნობ. მათაც დაინახეს, მათა იგრძნეს. მაგრამ მაინც არ მესმის,არცერთი იმ ადამიანის ვინც ნახა სიცოცხლით სავსე წითური, ცისფერთვალა გოგო და ვეფხვი ან ლომი უფრო ტკივა. არმესმის იმის ვინც ნახა, შვილების მოლოდინში უსაშველო ტკივილით ამოვსებული დედის ცრემლიანი თვალები, გულშიჩამკვდარი იმედი, მდინარის პირას ჯოხზე დაყრდნობილი მამა გიორგის სევდიანი თუმცა მაინც იმედით სავსე მზერა დასოციალჯრ ქსელში წერდა, რომ მთელი დღე მხოლოდ ცხოველების გამო ტიროდა.
არ მესმის იმ ადამიანების, ვინც ხედავდა რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა მათ ქალაქში და არ ერიდებოდა ეწერა სტატუსები ანდაედო ფოტოები როგორ ერთობოდა, რას ჭამდა და რომელ აუზსა თუ სოლარიუმში ირუჯებოდა.
ამაზრზენნი არიან ის ადამიანები ვინც მთელი ღამე წუწუნენდა გასართობი გადაცემები რატომ არ გადისო. არავისი, არავისიარ მესმის ვინც გუშინ თუნდაც ერთხელ შეძლო გაეცინა. არავისი არ მესმის ვისაც გუშინ გართობა შეეძლო.
პირველად ვნახე ცოცხლად ის რაც აქამდე ფოტოებიდან მენახა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ თბილისში შეიძლებოდაეს მომხდარიყო. არ თქვათ რომ ეს დავიმსახურეთ, ამას არავინ იმსახურებს.
მზიურში რომ ჩავდიოდი ვგრძნობდი როგორ მიკანკალებდა ფეხი ყოველი ნაბიჯის გადადგმისას. თავში მხოლოდ წინადღით ნანახი ცხედრის კადრები მიტრიალებდა. მერე მივედი..მივედი და მივხვდი რომ თურმე იმ ყუთში სახლში რომ დევსიმის ნახევარიც არ ჩანს რაც სინამდვილეშია. არადა მახსოვდა მზიური. მწვანე ბალახი, ლამაზი ხეები და სკამები. ახლამხოლოდ უზარმაზარი ტალახის მასა და ამ ტალახთან მებრძოლი ჭიანჭველებივით მოფუსფუსე გოგო-ბიჭები. ეს უნდაგენახა, რომ გეგრძნო. გრძნობით კი იქ მდგომი უსუსურობასა და სიძლიერეს ერთნაირად იგრძნობდი. ტირილი და ღიმილიერთნაირად მოგინდებოდა.

ორი წუთით ადრე მომიხდა წამოსვლა სანამ გვამს იპოვიდნენ. მიწიდან ამოწეულ ხელს, რომელიც ვინ იცის როგორ ელოდარომ ვინმე ჩაეჭიდებოდა და კოშმარიდან იხსნიდა.არ ვიცი ახლა როგორ ვიქნებოდი ის გვამი ან საერთოდ რომელიმე გვამირომ მენახა. ალბათ ვერც წარმოვიდგენ რას განიცდიან ისინი ვინ ნახეს. არც ის ვიცი რამდენ ხანს გაჰყვება ჩემს ღამეებსგანადგურებული მზიურის, ტალახში ჩაფლული მანქანების ლანდები. რამდენ ხანს დავინახავ ყოველი თვალის დახუჭვისასგარდაცვლილთა სახეებს.არ ვიცი ოდესმე თუ შეიშრობს ქვეყანა ცრემლებს, არც ის ვიცი საერთოდ უნდა შეიშროს კი?
ზაფხულის ღამის კოშმარს სიკვდილის სუნი აქვს.ზაფხულის მზე აღარ იცინის, აღარც ათბობს. 13 ივნისის ღამემ მძლავრადმოიქნია მანტია და დღეც მკლავებში შეიტყუა.ასე გახდა დღე და ღამე ერთი.
გადაირია, მოვარდა ოდესღაც უწყინარი ვერე და გამოსტაცა ხელიდან დედებს შვილები, დებს ერთმანეთი, შვილებს მამები,ქმრებს ცოლები. ჩვენ, სრულიად საქართველოს წაართვა შვილები. წაიღო, წაიღო და აღარც კი აბრუნებს.

ხვალ მზე ისევ აღმოსავლეთიდან ამოვა. ამოვა, მაგრამ არ გაათბობს. ხვალ ახალი თაობა ტალახიან ხელს ჩაკიდებს ერთმანეთს… დათბება.

თამთა ყიფიანი