ელტონ ჯონის მორიგი მსხვერპლი

124

სერ ელტონ ჯონი კოლეგების მიმართ კრიტიკულ შეფასებებს არ ერიდება. ყველაფერი 2003 წელს დაიწყო, როცა მადონას გამოსვლა არ მოეწონა და საკუთარი დამოკიდებულება საჯაროდ გამოხატა. მიზეზი ფონოგრამით სიმღერა იყო. მოგვიანებით, მომღერალმა ჟურნალს ,,Rolling Stone“ განუცხადა, რომ შეფასებაში ზედმეტი მოუვიდა და  მადონას ბოდიში მოუხადა.

შემდეგ უთანხმოება მეგობართან, ბილი ჯოელთან მოუვიდა, რომელსაც ალკოჰოლიკი უწოდა. ბილი და ელტონი ერთად დადიოდნენ გასტროლებზე, მას ყოველთვის კარგ კომპოზიტორად მოიხსენიებდნენ, თუმცა ერთ დღეს ელტონმა გადაწყვიტა, დრო არ დაეკარგა და საკუთარი ცხოვრებისთვის მიეხედა. ,,ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ბილი არ მიყვარს“- აცხადებდა მომღერალი.

ელტონის შემდეგი მსხვერპლი ჯანეტ ჯექსონი აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ მომღერალს კონცერტი ჰქონდა, საიდანაც ჯონი უკმაყოფილო გამოვიდა.  მისი თქმით, ჯანეტი ფონოგრამაზე მღეროდა, რადგან პირს უცნაურად ამოძრავებდა. ,,მუსიკალური ჟურნალები ჯანეტ ჯექსონზე წერენ, რომ ეს საუკეთესო შოუა, 5-დან 4,5 ვარსკვლავს უწერენ. ეს უბრალოდ ტუჩების მოძრაობაა და არა შოუ! ამის ყურებას მირჩევნია ქალად გადაცმული კაცების შოუს ვუყურო.“

ჯექსონმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. მხოლოდ ის აღნიშნა, რომ უკვირს, რატომ იხდის ელტონ ჯონი კონცერტებში ამხელა თანხას, შემდეგ კი მის არაპროფესიონალიზმზე საუბრობს.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ