ევროპა არალეგალებისთვის – შანსი თუ “ამქვეყნიური ჯოჯოხეთი”?!

95

სოფო მაქაცარიას ბლოგი…

“სარდაფში სადაც მზის სხივი ვერ აღწევს ბევრი ლოგინი დგას, აქ ძირითადად ქართველი ქალები ცხოვრობენ, რომლებისისტორიაც თითქმის ჩემი ისტორიის ანალოგია.” – ამ სტატიის დაწერა ერთი ქალბატონის მონათხრობმა გადამაწყვეტინა. ისიტალიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. მშობლიური ქვეყანა უსამსახუროდ დარჩენის გამო დატოვა.  ოჯახის რჩენისა დათვითრეალიზაციის ერთადერთ გზად საზღვარგარეთ წასვლა მიიჩნია. იმდენი იწვალა ვიზაზე და დანიშნულების ადგილამდეჩასვლაზე, რომ რაც არ უნდა ცუდი სიტუაცია დახვედროდა იხტიბარს უბრალოდ – ვერ გაიტეხდა. საქართველოში გაარკვია იმპიროვების კოორდინატები, რომელიც მას დასაქმებაში უნდა დახმარებოდა. ეს ოჯახის ახლობელი იყო, რომელიც იტალიაშიწლების მანძილზე მუშაობდა. თუმცა “ნანატრ ქვეყანაში” ჩასვლისთანავე მიხვდა, რომ საქმე იმაზე რთულად იყო ვიდრეწარმოედგინა. საცხოვრებელი ადგილი ასე დამიხასიათა:

“ოთახში ნესტია და ხშირად გველებიც შემოდიან. ამიტომ იქ დაძინება ძალიან რთულია. ამ ‘სახლს” დიასახლისი ჰყავს,რომელიც სამუშაოზე გვანაწილებს. მაგალითად ვინმეს დამლაგებელი ესაჭიროება, თუ განსაკუთრებული მოთხოვნები არააშერჩევა რიგის მიხედვით ხდება, თუ არადა მოთხოვნების შესაბამისი კრიტერიუმებით. რამდენ დღესაც იცხოვრებ ამ სარდაფში “უსაქმოდ” იმდენი ხანი გიწევს ქირის ხდა და მერწმუნეთ სამუშაო შეიძლება საერთოდაც არ მოიძებნოს, ამიტომგველებით შეშინებულ და გაჭირვებით დათრგუნულ ქალებს მძიმე დღეების გადატანა უწევთ”.

ეროპაში ყველაფერი არც ისე იოლია,  როგორც “აქედან”  ჩანს. თუ ენა არ იცი “თავის დამკვიდრება” ამ “მაფიაში” ძალიანრთულია. თუ ოჯახმა დამლაგებელი გრძელვადიანი კონტრაქტით აიყვანა – ეს დიდი შანსია, თუმცა ეს მხოლოდ იღბალზეადამოკიდებული. ქართველებისადმი სიყვარულით იტალიაში არ გამოირჩევიან. მითუმეტეს ის ხალხი, ვინც არალეგალურადმცხოვრებ იაფ მუშახელს ქირაობს. კანონი არ გიცავს, რადგან არალეგალი ხარ. ნებისმიერ შემხვედრს შეუძლია შეურაცყოფამოგაყენოს და ამისთვის “ამქვეყნად” ნამდვილად არ მოეკითხება.  ქართველები კი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაშიკრიმინალის მხრივ ერთერთ ყველაზე  “საშიშ” ხალხად ითვლება და ამაში ევოპელებს ნამდვილად ვერ გაამტყუვნებ.

ვიზები გარანტიით. რამდენიმე წლის წინ, სანამ ამ საქმეში ჩართულ რამდენიმე ადამიანს სამართალდამცავები აიყვანდნენ, ვიზები საქართველოში ხშირად ჩვეული ქართული “ნიჭიერი აფიორით” კეთდებოდა, თუმცა არა საელჩოსთანთანამშრომლობით- არამედ მათი მოტყუებით.

ევროპაში ნათესავის მოსანახულებლად წასვლაც ძირითადად აფიორა იყო. ასეთი “სტუმრები” უცხო ქვეყანაში არალეგალურადრჩებოდნენ- უმეტესობა ქალები. თუმცა, დამეთანხმებით ამ “აფიორის” მონაწილეებს ამ საკითხზე “პასუხს ვერავინმოჰკითხავს”, რადგან მათი ოჯახების რჩენის ერთადერთი შანსი მათთვის სწორედ ეს იყო. ერთი პერიოდი ცოლებისსაბერძნეთში მოხუცის მოსავლელად გაშვება ერთგვარ ტენდენციადაც ჩამოყალიბდა, ბევრი მათგანი ახლაც იქ არის,მიუხედავად ქვეყანაში დიდი ეკონომიკური კრიზისისა.

დღეს ჩემი სტატიის გმირი იტალიის ერთ-ერთ ქალაქში უკვე “ფეხმოკიდებულია” . ცხოვრების უფლების დამადასტურებელიდოკუმენტიც მოიპოვა და შვილებთან ჩამოსვლასაც ხშირად ახერხებს. კმაყოფილია დღევანდელი დღით, თუმცა რომცოდნოდა ასეთი მძიმე დღეების გადატანა მოუწევდა -ალბათ ამ რისკზე არ წავიდოდა. ცდილობს ეს გავლილი “შავიპერიოდი” არ გაიხსენოს და აწმყოთი იცხოვროს. მათ კი, ვინც საზღვარგარეთ მსგავსი მეთოდით გამგზავრებაზე ფიქრობსურჩევს, რომ კარგად დაფიქრდნენ, რადგან ყველა არალეგალი ერთ ქვაბში იხარშება და ეს ქვაბი იღბლის გარეშე ნელ-ნელა“ჯოჯოხეთის ქვაბს” ემსგავსება.

 

სოფო მაქაცარია