ევროკავშირი „ონლაინ შოპერებს“ დაიცავს

101
internet connection concept, 3d generated image

დღეიდან ევროკავშირში  კონტინენტზე პირველი ვებ გვერდი  ამოქმედდება, რომელიც ონლაინ მყიდველთა დავებს განიხილავს და მათ უფლებებს დაიცავს, იმის მიუხედავად თუ სად მოხდება შენაძენის გაკეთება.

ონლაინ დავების გადაწყვეტის პლატფორმის მთავარი დანიშნულება, ონლაინ გამყიდველთა და მყიდველთა დავების სასამართლო პროცესის გარეშე მოგვარება იქნება. პლატფორმა დაზოგავს როგორც დროს, ასევე თანხებს და ელექტრონული კომერციით მიღებულ შემოსავლებს გაზრდის.

ონლაინ პლატფორმა ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრის განვითარების ნაწილია. 2014 წლიდან ერთიანი ციფრული ბაზრის დამატებითი შემოსავალი პერ კაპიტა ათას ევროზე მეტს შეადგენს.

 

წყარო: euronews.ge