ედი რედმეინი დანიელ გოგონაზე

157

ედი რედმეინს ტრანსგენდერი ქალის განსახიერებამ ,,ოსკარის“ მეორე ნომინაცია მოუტანა, თუმცა, ნათელი გახდა, რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს მსგავსი როლის შესრულებამ. ედის უკვე მიუთითებენ იმაზე, რომ ტრანსგენდერთა პრობლემები მთავარ თემად აქცია.

,,უცნაურია, როგორ აიტაცეს მედია საშუალებებმა ეს თემა, მას შემდეგ, რაც ,,გოგონა დანიიდან“ გამოვიდა.“ – ამბობს მსახიობი ,,ბი-ბი-სი-სთან“ ინტერვიუში.

,,ტრანსგენდერები წლებია, დაუღალავად მუშაობენ ამ საკითხზე, შენ კი ადექი და ფილმი გადაიღე“;  ,, ვინმემ უთხარით ედი რედმეინს, რომ ტრანსგენდერი ადამიანები ,,დანიელ გოგონამდეც“ არსებობდნენ და თავის სათქმელს უკეთესად ამბობენ, ვიდრე ის- ფილმში.“ – წერენ მომხმარებლები სოციალურ ქსელში.

ვრცელი კომენტარი მსახიობმა წითელ ხალიჩაზე გააკეთა, სადაც მეუღლესთან ერთდ იმყოფებოდა: ,,ოთხი წლის განმავლობაში, სანამ ,,დანიელ გოგონაზე“ ვმუშაობდი, ტრანსგერთა ცხოვრება და პრობლემები აქტიურად განიხილებოდა მედიის მიერ. ლავერნა კოქსი, ჯენეტ მოქი, მია ტეილორი, რებეკა როტი, კეიტლინ ჯენერი და უთვალავი სხვა, ყველაფერს აკეთებდა, რომ თავისი დროის ისტორია შეექმნა. წინ კიდევ დიდი გზაა და ამ ადამიანებს ჩვენი დახმარება და თანადგომა სჭირდებათ. ‘’

ედი კმაყოფილია, რომ ამ ამბავში მცირე წვლილი შეიტანა ლილი ელბის განსახიერებით. ის პირველი ქალი იყო, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა.

 

მოამზადა: თინა ღურწკაიამ