დღის facebook სტატუსი: თუ მაინც გადაწყვიტეთ და სიბინძურეში იყიდით საახალწლო ნუგბარს, მაშინ კეთილი ინებეთ და მეტროთი წამოდით!

128

ერთი კითხვა მაქვს… რატომ დადიხართ მთელი თბილისი დეზერტირების ბაზარშიიიი?????? თან ყველა მანქანით მოდიხართ, ერთი საათი პარკინგს ეძებთ და ბოლოს კილომეტრებით მოშორებით აყენებთ მანქანებს…!!!!!!!!!!!!!! მეტრო ამოდის იქ ისე რომ იცოდეთ და მეტროთი მობრძანდით რაააა!!!!!!!!!!! აღარ შემიძლია, ყოველ დღე პატრულს ვუხსნი იმას რომ თევდორე მღვდელზე ვცხოვრობ!!!!!! ყოველ დღე ჩხუბი, ყოველ დღე რუსული იაფფასიანი სიმღერები, ყოველ დღე გაუთავებელი სიბინძურე, აღარ შეგვიძლიააა!!!!!!! ჯერ როგორ უნდა ვიყიდო მანდ რამეე, მე რომელიც ამდენი წელია მანდ ვცხოვრობ საახალწლოდ არასდროს არ ვყიდულობ არაფერს, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სად და რა მდგომარეობაში იყიდება ყველაფერი… იცით ღამე სად ინახავენ ამა თუ იმ საკვებს? არ იცით!!!!!!!! ავტოფარეხებში, იქ სადაც მხოლოდ სიბინძურეა, თუ ავტოფარეხს ვერ ქირაობენ (ძირითადად ვერ ქირაობენ) იქვე ტოვენებ, იქვეეე იმ სიბინძურეში!!!! თქვენ კი კვლავ მეორე დღეს მოდიხართ და ყიდულობთ..!!!!!!!!!!!, დღეს ერთმა ქალბატონმა შემომძახა, მანქანით გამოვედი სახლიდან, სამსახურში მიმიჩქარია, უცებ ნახევრად კივილურ ფორმაში შეურაცხმყოფელი ფრაზები მესმის, დამაგვირგვინებელი წინადადება კი შემდეგნაირი იყო, “რა უნდა აქ მანქანას?” შეგახსენებთ რომ ეს ”ქალბატონი” შუა ქუჩაში(!!!) ”მიტასაობდა”…

თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ სიბინძურეში იყიდოთ საახალწლო ნუგბარი, მაშინ კეთილი ინებეთ და მეტროთი წამოდით!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
მინდა გავიხსენო შემთხვევები რაც მე ჩემი თვალით ვნახე და შევნიშნე…
შემთხვევა პირველი:
წ ა ი კ ი თ ხ ე თ
!!!!!!!!!!!!!!!

1. ქათამი.. არ ვიცი თქვენ შეგმთხვევიათ თუ არა, მაგრამ ბევრი მსხვერპლი მე პირადად მინახავს… ყიდულობ დედალს, მიგაქვს სახლში და გარეცხვის დროს წიწილა აღმოჩნდება.. როგორ? მარტივია, შიგთავს უკაცრავად და უკანალში უჭედავენ, პირში ნასოსს თხრიან და წავიდაააა, ბერავეეენ :))) თავს მოუგრიხავენ და ჰაერი წიწილას ულამაზეს დედლად აქცევს:)))

2.ყველი… ეს სიტუაცია ბევრ თგვენგანს შემთხვევია, ეხლა აგიხსნით როგორ, მიდიხართ მეყველესთან, სინჯავთ ყველს, მოგწონთ და ყიდულობთ. სახლში მიდიხართ, ჩაის ადუღებთ, პურს მოჭრით, ყველს თავზე დაადებთ, ჩაკბიჩავთ და ჰოი საოცრებავ, ყველი კატასტროფულად მწუთხეა.. ჰმ, როგორ? დავიწყოთ თავიდან, მიხვედით მეყველესთან, მოგიჭრათ ყველი და გასინჯ.. მოიცა მოიცა, მოგიჭრათ ყველის ნაჭერი ხო? მაშინ ცუდი როგორრა აღმოჩნდა? დაფიქრდით…. ფიქრობთ… ვერ მიხვდით? ვერც მიხვდებით…. ჩაკირული ყველის შესახებ რამე გაგიგიათ? ეხლავე აგიხსნით. მთლიან ძალიან ცუდ, მწუთხე ყველში ჭრიან პატარა ადგილს, სადაც დებენ კარგ გემრიელ ყველს, გასინსჯვის დროს თქვენ სინჯავთ სწორედ ამ უკანასკნელს, პირზე ღიმილი გესახებათ და ბედნიერი ამაყი სახით ბრუნდებით სახლში, იმის იმედით რომ ოჯახის წევრები მადლობას გეტყვიან… მიხვდით? მარტივია არა? მაგრამ გენიალური :)))))))))

3. კარტოფილი, ვაშლი… ოოო ეს ყველაზე გავრცელებული სიტუაციაა, :))) ყიდულობთ კარგ მშვენიერ ვაშლს ან კარტოფილს, სახლში ბრუნდებით, პარკს გახსნით და გაფუჭებული ვაშლის გარდა არაფერია :)))) აგიხსნით, მაგიდის ქვემოთ, იქ სადაც გამყიდველი დგას, ალაგია პარკებით კილოების მიხედვით ესა თუ ის პროდუქტი, ამ სემთხვევაში ვაშლი, თქვენ არჩევთ, კარგ, მწიფეს, ალაგებთ, გამყიდველი ხელის სისწრაფით ქვემოთ წევს თქვენს პარკს, თითქოს რაღაცას იღებს და ამ დროს ხდება CHANGE :)))) შეგახსნებთ რომ ათობით პარკი დევს ქვემოთ, ყველა სხვადასხვა კილოგრამი :))))))) ბრუნდებით გაბრაზებული, მიდიხარ და უყვირი, ჭიანი ვაშლი რატომ გამატანე? ( ზუმბას სიმღერა გამახსენდა grin emoticon grin emoticon grin emoticon ) გამყიდველი გეუბნება, მე ავარჩიე? თქვენ აარჩიეთ და მე რა შუაში ვარ? მოკლედ რაც არ უნდა ქნა ვერ დაუმტკიცებ, მაქსიმუმ ცემო და ის ღამე ”კაპეზეზე” გაატარო :)) ნუ წონაში როგორ იტყუებიან ეს ყველამ კარგად იცით..

მოკლედ ბევრია ასეთი საშინელი, სიცრუით აღსავსე სიტუაციები… ეხლა არ დამიწყოთ რა კარგად დაკვირვებულხარო..!!!!!!!!! ვიცი და მორჩა!!!!!!! მე რაც ვიცოდი იმის ნახევარი გითხარით, ”დალშე” თუ დაინტერესდებით შემეხმიანეთ და უკეთ მოგიყვებით grin emoticon grin emoticon grin emoticon

ნიკოლოზ გაბელია